სიმართლე ახლოსაა - ნუ, ვიდეოები მაინც 🛸
• პენტაგონის ახალი ვებგვერდის წყალობით, აღარ არის საჭირო გასაიდუმლოებული არქივებიდან გაჟონილი მასალების ინტერნეტში ძიება.
ამიერიდან, დეკლასიფიცირებული სამხედრო ვიდეოები, რასაც მთავრობა "ამოუცნობ საჰაერო ფენომენებს" ან UAP-ებს უწოდებს, ერთ ვებგვერდზეა თავმოყრილი.
» „ეს ვებგვერდი მოგაწვდით ინფორმაციას, მათ შორის ფოტოებსა და ვიდეოებს, UAP-ის ამოხსნილ საქმეებზე, რადგან ისინი განსაიდუმლოებულია და დამტკიცებულია საჯარო გავრცელებისთვის“, - ნათქვამია თავდაცვის დეპარტამენტის პრესრელიზში.
რა თქმა უნდა, მოწოდებული ინფორმაცია მაინც მწირია.
ერთ
ვიდეოში, რომელიც აშშ-ს საზღვაო ძალების პილოტმა 2021 წელს გადაიღო, ნაჩვენებია უცნაური სფერული ობიექტი, რომელიც კამერის წინ ძალიან დიდი სიჩქარით ჩაიფრენს.
ვიდეოს სათაური: DVIDS Video - Unresolved Case: Navy 2021 Flyby).
ვებგვერდზე ეს ვიდეო უბრალოდ აღწერილია, როგორც , , ტიპიური სიჩქარის მაჩვენებელი - თუ რა სიჩქარით შეუძლია მიუახლოვდეს უცნობ ობიექტს სამხედრო თვითმფრინავი".
თუ იმედი გაქვთ, რომ ვებგვერდზე უცხოპლანეტელების არსებობის მტკიცებულებებს იხილავთ, მომიტევეთ, მაგრამ უნდა გაგიცრუოთ.
თუმცა, ისტორიული ვიდეოები და ინფორმაცია, უცხოპლანეტელების/უპილოტო საფრენი აპარატების დათვალიერების შესახებ, რომელსაც პენტაგონი გვპირდება, რომ მალე გაავრცელებს ვებგვერდის მეშვეობით, მართლაც დამაინტრიგებელია.