ტრენინგი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ
სწავლებას შემდეგ საკითხებზე:
- პერსონალური
ინფორმაცია და მისი დაცვის შესაძლებლობები;
- პირადი
და ოჯახის უსაფრთხოება, საჭიროებების განსაზღვრა − ყოველდღიურობა, სატრანსპორტო უსაფრთხოება
(მარშრუტის განსაზღვრა, ტრანსპორტის შერჩევა), უსაფრთხოების სხვა ასპეტები;
- სამუშაო
და საცხოვრებელის ყოველმხრივი შესწავლა (პასპორტიზაცია): შენობა-ნაგებობები, გარემო,
პერსონალი;
- უსაფრთხოების
სერვისები (ურთიერთობა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან);
- საფრთხის
იდენტიფიცირება და როლური სიმულაციების განხილვა;
- როგორ
ვიქცევით საგანგებო სიტუაციებში;
- პრაქტიკული
ქეისები.
ტრენინგი დაფუძნებულია პრაქტიკულ მაგალითებსა
და სავარჯიშოებზე, რეალური შემთხვევების განხილვასა და გადაწყვეტაზე, რაც მაქსიმალურად
აღქმადს, სახალისოს და ეფქტურს ხდის ტრენინგს.
ტრენინგს გაუძღვება: ცენტრის მეთოდური
კონსულტანტი გიორგი მკურნალიძე PhD; უსაფრთხოების თადარიგის ოფიცერი;
30 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილებით, უსაფრთხოების სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე;
მრავალწლიანი ტრენერის გამოცდილებით-კონფლიქტოლოგიის და უსაფრთხოების სფეროში; სამეცნიერო
შრომების ავტორი; პერსონალური და სამოქალაქო უსაფრთხოების პრაქტიკოსი ექსპერტი. ტრენინგის პროცესში აგრეთვე ჩაერთვებიან
მოწვეული სპეციალისტები - სდსს ვეტერანები.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს
ჩაუტარდებათ ტესტირება და ტესტირების შედეგების მიხედვით მსმენელებს გადაეცემათ კურსის
გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 16 საათი,
ორი დღე (შაბათი-კვირა).
ტრენინგზე მსმენელების მაქსიმალური
რაოდენობა ჯგუფში: 10-12 მსმენელი.
ტრენინგი უზრუნველყოფილია ლანჩისა
და ყავის შესვენებებით.
ტრენინგის ღირებულება: 25 ლარი
ან მოგვწერეთ: ssps.veterans@gmail.com