დღეო ლამაზო, ნათელი იყოს მარად შენი მზე.. ვმადლობ ღმერთს, რომელიც გვერდზე მიდგას ჩემს მწუხარებასა და ჭირში, და ღვთისმშობელს, რომელიც ზრუნავს ჩემზე და არ მტოვებს, და აპოსტოლ იოანეს, რომლის შეწევნასაც ვგრძნობ, და ანგელოზს ჩემსას.. პირველ რიგში არ მსურს დავივიწყო იმ ადამიანების სიკეთე და თუნდაც გაუცნობიერებელი ღვთიანობა, რომელთაც ვუყვარვარ და მიუხედავად ჩემი პრაგმატული მდგომარეობისა, გვერდში მყვანან და მიმაგრებენ გულს ნუგეშით.. და არ მსურდა არ გცოდნოდა შენ, და გინდ სხვათაც, რასაც აქ მოგიყვები.. ბრძოლა შიგნით და გარეთ, გული ზოგჯერ თმობს სიცოცხლეს, აუტანლად მეჩვენება მთელი სამყარო, ვეძებ ღმერთში კვლავ იმედებს, მაგრამ რატომღაც უღირსთა ნუსხაში ვარ და რიგში მათხოვართა მადლის და ზეციურ ნიჭთა.. აგერ ოცი წელი სრულდება ჩემი ტაძარში ჩემივე ნებით მისვლის, ვეკითხები ჩემს თავს თუ რა შევიძნე ამ ხნის განმავლობაში, და მეჩვენება რომ უბრალო სპექტაკლი იყო ეს ყველაფერი.. ვკითხულობ ეპისტოლეებს, სახარებებს, რჯულის წიგნებს და ყველაფერი ღაღადებს იმის შესახებ, რომ აქამდე უკვე უნდა რაღაც წინსვლა მქონდეს, უკვე რამედ ან ვინმედ უნდა ვვარგოდე, მაგრამ გასაოცრად ჩემდა ისევ ტალახში ვარ და ისევ ის ბიჭი ვარ, რომელიც დახეული ფეხსაცმლით და გაცვეთილი ჯინსებით რომ ავიდა ეკლესიაში 22 ნოემბერს, გიორგობის ლოცვაზე.. გარდა სიკვდილისა ყველაფერმა აზრი დაკარგა, რისთვის უნდა იბრძოლოს უქმმა ჭანჭიკმა ამ საათის მექანიზმში??.. სინდისიც და ნამუსიც - ეს ყურანის ფრაზებია, და სიმბოლურად ვიტყვი, რომ ''რჯული'' ამ ხალხმა დაკარგა.. ყველანაირად ვცდილობ გამოვეთიშო ამ ორომტრიალს და კავშირს, მაგრამ ''საათი'' ლაფშია და მეც ლაფით ვისვრები.. რა არ გადავიტანე, მართლაც მერჩივნა აზრიანად მეცხოვრა და გინდ გზებზე გავეკარი, გინდ ასი დარტყმა დაერტყათ ჩემთვის ოთხის დამატებით.. ამისთანა ბრძოლა არსად არ მსმენია, არცერთი წმინდანის ცხოვრებაში.. გულში განგაშები საათობით, ძილში გადაჩეხვა კლდეებიდან (დედა ღვთისამ გადამარჩინა სიკვდილს), ჰათუ ერთი მონასტრის გზა, ჰათუ მეორის.. უღელს მე მივათრევ პატრონისას და ის კიდევ მე მირტყავს წელზე, მდურვის ნიშნად, თითქოს სულ არ მეტვირთოს არც მცირედი, და ვზარმაცობდე მის სამსახურში.. აქედან წამლების სმა მაიძულეს, იქიდან (წმიდა წერილებიდან) იარაღით მემუქრებიან ამ წამლებს თუ დავლევ; ყვედრება ყველასგან, თვით ბავშვებისგანაც.. ვინც მე ამ შარში ჩამაგდო ჯოჯოხეთზე მეტს იმსახურებს, თუმცა მე აქეთ მემუქრება ჯოჯოხეთით ღმერთი თუ ეს არ გავუბათილე (არ მივუტევე).. არაფერი, არც ჩემი წინასწარმეტყველებები ისე არ მიდის, როგორც მე მსურდა.. თვალთახელის იქითაც იმედგაცრუება, იქაც ნაძრახი ყოფა და ყოვლად დაქვემდებარებულობა რაღაც გარემოებებს ვიღაცის ნდომის.. პირწმიდად გაძაღლებულობა და საყვედური ყველგან, თვით ჩემშიც ჩემივე თავის.. და რა უნდა ვთქვა, მეც ვსაყვედურობ, მაგრამ ღმერთს რა აქვს სასაყვედურო.. ვიღაც გვირგვინებისთვს იბრძვის, ვიღაც ამქვეყნიური დამსახურებებისათვის, და ვერ გამიგია ამ ატეხილ სამყარს ბოლობოლო რა სურს, ასე ვთვლი, რომ თითეული წერასა ყავს ატანილი.. რომ ვწუხდე - უკვე ცოდვად მითვლიან, რომ გავიხარო - ნამუსგარეცხილობად.. ყოველგან ''ბლოკი''.. მეღადავებიან, რომ სამყაროს თურმე მე ვუყურებ სხვაგვარი თვალით.. და მე არ ვიცი ღმერთი როგორ სასწოზე წონის ამ ყოველივეს, მაგრამ მე ვერ დავინახე ის ღმერთი რომელიც ვირწმუნე.. რა სიყვარულის ადგილია ეს შეთქმულების მიწა, რა სიხარული ამ მიწაზე, ან გინდ ზეცაში - რა ავირჩიო აღარ ვიცი, რა არჩევანიც არ მაქვს, ის საიდან მოვიტანო.. აქეთ წახვალ მოგკლავენ - იქით წახვალ მოგკლავენო - ასეა ჩემი საქმე.. ყველანაირი ზნეწამხდრობა, სულყველა ცოდვაში გსვრილი ხალხი მე მაკრიტიკებს, რომ ვერ ავეწყვე მათ ხასიათს.. მე კი ვთვლი რომ დიახაც კარგი ხასიათი მაქვს, და უკეთეს ხასიათზე ყოფნასაც ვიმსახურებ, ამ ჯოგში.. დადიან დიდის ამბით, თითქოს რაიმეს წარმოადგენდნენ, შეუძლიათ და არ მაძლევენ თავისუფლებას, შეკრულები, ბატონები.. და როცა დაჭირდებათ, მაშინ უნდა გამიხსნან ბორკილები, მათვე სამსახურში.. შევიგინებოდი, მაგრამ დავდუმდები.. უფალი რაღაცას ამბობს განკითხვის დღისთვის, რასაც არ გადათქვამს, ჰოდა განუკითხავები იყონ მაგ დღისათვის.. ისე ვარ გამწარებული, რომ ცეცხლში ჩავყვებოდი ამ ხალხს, ოღონდაც მეხილა შურისგება მათზე და თანაც სამართლიანი.. ეს ძაღლის შვილები, ისე დამდგომიან თავზე როგორც მოძღვრები, სავსენი თვალთმაქცობით და უპატიობით.. და თან ღმერთს უკმევენ, სიყვარულის თვალებით.. მეტს ახლა ვერ გწერ, ბრძოლებში ვარ.. გენათოს!!..