გაიცანით "ჟიპიტაური" 🗨️🤖
• რამდენიმე თვის წინ, ხელოვნური ინტელექტის კვლევითმა ლაბორატორია OpenAI-მ ChatGPT აამუშავა, რომელიც უკვე არსებულ ინფორმაციაზე გაწვრთნილი უდიდესი ჩატბოტია.
ChatGPT ნებისმიერ თქვენს კითხვაზე პასუხს ინფორმაციის არსებულ ბაზაზე დაყრდნობით დააგენერირებს.
მას შეუძლია აკადემიური ნაშრომების დაწერა, მათემატიკური ამოცანების ამოხსნა და ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე პასუხების გენერირება.
ChatGPT-ს შემდეგ, ამავე ჩატბოტის ქართულენოვანი ანალოგი, "ჟიპიტაურიც" შეიქმნა და გუშინ ამუშავდა.
ცხადია, ჯერ კიდევ დასახვეწია, რადგან სოციალურ ქსელებში მალევე გავრცელდა "სქრინები", რომლებშიც ჩანს, რომ ქართული ჩატბოტი აშკარად არასწორ ინფორმაციებს გასცემს.
"ჟიპიტაურის" მთავარ გვერდზე ვკითხულობთ:
» ,,ეს არის ავტომატიზირებული სისტემა რომელიც იყენებს open ai-ს მიერ შექმნილ ენობრივ მოდელს, რომელმაც შეიძლება დააგენერიროს ისეთი ტექსტი, რომელიც არ ეფუძნება ფაქტებს და არ წარმოადგენს სიმართლეს. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ინფორმაციის სრულყოფილებასა და სისწორეზე."
არაფერია გასაკვირი, რადგან "ჟიპიტაური" ეყრდნობა "ოფენ ეი-აის" ენის მოდელ GPT-3-ს, რომელიც ინტერნეტში არსებულ ინფორმაციაზეა აგებული.ცხადია, მონაცემები, რომლებზეც GPT-3-ია ბაზირებული, შესაძლოა იყოს მცდარიც.
სწორედ ეს ახსნა აქვს "ჟიპიტაურის" გენერირებულ მცდარ პასუხებს.
• ზოგადად, მიმდინარე ენობრივ მოდელებს ინფორმაციის სანდოობის თვალსაზრისით არ უნდა დავეყრდნოთ.
ისინი კვლავ დასახვეწია და ამას რესურსებთან ერთად დროც სჭირდება.
» ,,რისი შეცვლაც გვინდა ზუსტად ისაა, რომ არსებობდეს ქართულენოვანი დიდი ენობრივი მოდელი, რომელსაც ChatGPT-ს მსგავსი შესაძლებლობები ექნება" - თქვა Supernova-ს თანადამფუძნებელმა, ზაალ გაჩეჩილაძემ, "
ნექსთ.ონ.ჯისთან" საუბრისას.
"ჟიპიტაური" ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიური სტარტაპ კომპანია Supernova-ს საკუთრებაა.გაესაუბრეთ ჩატბოტს შემდეგ ბმულზე:
https://chat.supernova.ge/