წლების განმავლობაში რაც ყველაზე კარგად ვისწავლე, ემოციების კონტროლია.
ვბლოკავ ყველაფერს, რასაც ჩემი დღის განწყობის გაუარესების ძალა შესწევს.
მიმართულებას ვუცვლი ყველა ნეგატიურ აზრს, რომელიც ტვინს მიეწოდება გადასამუშავებლად და შემდგომ ჩემ სამართავად.
არც ადამიანებს ვაძლევ შესაძლებლობას იმოქმედონ ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რომელიც არც თუ ისე სახარბიელოა.
ამასთან, დრო ძალიან მიყვარს. აი, ის, ათვლას რომ იწყებს და სათვალავი გერევა. ან უფრო ის, ყველაფრის მკურნალი რომ ჰგონიათ.
გულის სიღრმეში ერთი მარტიცი მიზეზით მიყვარს - საკუთარ იდენტობასთან გტოვებსპირისპირ. სარკის იმიტაციაა.
პატარა რომ ვიყავი დაღამება-გათენების ფანტასტიკაზე ბევრს ვფიქრობდი, უაზრო კითხვებისდეფიციტს არც ჩემი მშობლები განიცდიდნენ.
რატომ, როგორ, რანაირად და ასე უსასრულოდ ვაგრძელებდი ბლიც ინტერვიუს, მანამ, სანამ არჩამთვლიმავდა.
ჰო და, იმის თქმა მინდოდა, რომ ერთადერთი, რისი შეცვლაც დროს შეუძლია ცნობიერებაა. არ ვიცი ვინ დააკისრა მისია, რომ ყველაფრის მკურნალია, თუმცა ის ზუსტად ვიცი, რომემოციებს ვერ შეეხება.
რაც ნამდვილია, ის უცვლელია. იცვლება ფორმა, თუმცა შინაარსი რჩება პირვანდელი.
წლების წინ ძალიან ბევრს ვწერდი. ჩემი ბლოგები სხვადასხვა გვერდზე მხვდებოდა, გულწრფელი იყო, ალბათ, და როგორც სხვები ამბობდნენ, მარტივი ენის.
ახლა არ გაომდის.
არა იმიტომ, რომ გულწრფელობა დავკარგე, არამედ იმიტომ, რომ გავუუცხოვდი საკუთარემოციას. ან იმიტომ ხომ არა, რომ მოტივატორი დავკარგე...
ოჯახის ორი, სასიციცხლოდ მნიშვნელოვანი წევრის დაკარგვის შემდეგ გამიჩნდა ფიქრი, რომჩემ თავს ამაზე უარესი ვერ მოხდებოდა რა. შეიცვალა მოცემულობა, სტატუსი, სურვილები და მოლოდინები. თუმცა ძირეული მიზანი დარჩა უცვლელი.
მახსოვს, ჩემ თავს დატრიალებული უბედურებიდან რამდენიმე დღეში, როცა ყველას ეგონა, რომ დარაბებს მიღმა მომლოდინე მზეს ვერ აღვიქვამდი, დავუბრუნდი სასახურს.
შავ პიჯაკს მიფარებულმა, შინაგანად ატირებულმა და მგლოვიარემ, პირდაპირი ეთერი წავიყვანე. მთელი რამდენიმე წუთის მანძილზე გონებაში მიტივტივებდა სიტყვები:
„მოძებნე, ჟურნალისტია, ვამაყობ...“
პირდაპირი ეთერი დასრულდა და იქ მივხვდი, რომ ჩემ თავზე გავიმარჯვე.
მამაჩემი მეუბნებოდა, - სუსტს მარტივად გადაუვლიან, ძლიერი კი თავს არ დაიჩაგრავს. ძლიერი და სამართლიანი იყავიო. მე და ჩემ დას იმაზე მეტს გვასწავლიდა, ვიდრე წარმოსადგენია. მამა-შვილური თბილი საუბრებიც შესაშური გვქონდა. მაშინ, როცა მამის რიდი მასთან სიახლოვეში აფერხებდათ, ჩვენთვის ყველაზე დიდი მესაიდუმლისა და უკონკურენტოდ საუკეთესო მეგობრის სტატუსს არკარგავდა.
სულ ვამბობდი, რომ მილიონ ადამიანში მე მაინც მას ავირჩევდი. მილიონ მომღიმარ სახეში, მე მაინც მისი მომღიმარი სახეს მომცემდა მოტოვაციას.
მჯერა, რომ მისი დაბადებიდან გარდაცვალების დღემდე მხოლოდ კარგი დაუტოვაწუთისოფელს.
საქმით, სიტყვით თუ წარმოდგენით.
ჩემს წარმოსახვაში დღემდე მომღიმარი მამა, წლების წინ, ამ დღეს დაიბადა. მჯერა, რომ მისი დაბადებიდან გარდაცვალების დღემდე მხოლოდ კარგი დაუტოვა წუთისოფელს. საქმით, სიტყვით თუ წარმოდგენით.
ის კი საუკუნოდ მეყოფა, რომ მეუბმებინ, - მამაშენის შვილი რომ ხარ გეტყობა. ან ის, - ვიცნობდი მამაშენს, კაცი იყო კაცურიო. სიამაყის ჟრუანტელი არასდროს არ მაკლდა, თუმცა ახლა ასმაგად ამაყი ვარ, დიახაც რომ ასი სამართლიანი მიზეზით.
სუპერგმირების მამამთავარო მა, ბედნიერი ვარ რომ დაიბადე და უფრო ბედნიერი, რომ შენთან ერთად განვლილი 19 წელი იყო ღირებული, რადგან ჭეშმარიტი სიყვარული მაგრძნობინე.
შეხვედრამდე.