როგორ უნდა გახდე მოტივირებული

ByGeorgia
10
მოგესალმებით ყველას, გთავაზობთ ჩემს ბლოგს მოტივაციის შესახებ, ამ ბლოგის დაწერა არის ჩემთვის ერთგვარი სტიმული, იმისა, რომ ცხოვრება მშვენიერია და ამ ცხოვრების მშვენიერებით დატკბობაც არის შესაძლებელი , როცა გაქვს მოტივაცია, რომ ამ ცხოვრებაში მიაღწიო დასახულ მიზანს. მე როგორც ჩემს წინა ბლოგში ვახსენე, რომელიც ეხებოდა 2022 წლის გეგმებს და მიზნებს, ჩემი მიზანი და გეგმების დასახვა სწორედ მოტივაციამ და საქმის კეთების სურვილმა გადამაწყვეტინა.
ალბათ ბევრი ადამიანი ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, თუ რაში არის საჭირო მოტივაცია, როცა საქმე თავისით გაკეთდება ან ვინმე სხვა გააკეთებს შენს საქმეებს მარტივად, ეს მცდარია, რადგან ადამიანი არის ინდივიდი, რომელმაც საკუთარ თავს უნდა შთააგონოს, რომ ის იმდენად მოტივირებულია, რომ მწვერვალებსაც დაიპყრობს <3 ჩემი გადმოსახედიდან , რომ ვთქვა მოტივაცია არის ერთგვარი საშუალება, რომ ცხოვრება კიდევ უფრო უკეთესი გახადო, უფრო მეტად იყო ორგანიზებული გეგმებზე თუ ცხოვრებისუელ მიზნებზე.
მოტივირებული შეიძლება გახდეს ადამიანი თუ ამას მოინდომებს, მოტივაცია პირველ რიგში უნდა იყოს ასახული მის გონებაში და შემდგომ მის თვალებში <3 . ამ ბოლოს მოვუსმინე ერთ არაჩვეულებრივ ქოუჩს დავით კენჭაძეს, ალბათ დამეთანხმებით, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპიკერია. მან ისეთი რაღაც თქვა ისეთი კარგი სამოტივაციო სიტყვები იყო, რომ დღემდე თავიდან არ ამომდის,  მინდა თქვენც გაგიზიაროთ, "ადამიანი, როდესაც მიდის გასაუბრებაზე დამსაქმებელი, ატყობს მის თვალებში, რომ ის ადამიანი არის მოტივირებული რომ რაღაც კარგი გააკეთოს კომპანიისთვის, მოტივაცია ადამიანს თვალებშივე ეტყობაო".
კომენტარებში ველი თქვენგან გამოხამურებას, თქვენთვის რა არის მოტივაცია და ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ ადამიანს თვალებშივე ეტყობა მოტივაცია ?<3 
ByGeorgia
10