როლს როისის ისტორია

8
დღევანდელ სამყაროში სადაც ავტომობილს თითქმის ყველა ადამიანი ან ოჯახი ფლობს ის ფუფუნების საგანს აღარ წარმოადგენს და ამ გადატვირთულ გარემოში მისი ყოლა უკვე საჭიროც გახდა, ბუნების დაბუნძურებაზე და ეკო სისტემაზე სხვა დროს ვისაუბროთ,დღეს უბრალოდ მოგიყვებით ერთ ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელ ისტორიას.იმ დროში სადაც სიტყვა მანქანა ან ავტომობილი არავის უკვირს და ხალხს აღარც ახსოვს მის გარეშე ცხოვრება,არსებოს ავტომობილები რომლებმაც დროს და ისტორიას გაუძლეს და ისინი კვლავ ძალიან სასურველები და პოპულარულები არიან. გიფიქრიათ თქვენი საყვარელი მომღერლის ან მსახიობის ან თუნდაც სპორტსმენის მანქანას რომ ფლობდეთ, რა მაგარი იქნებოდა? წარმოიდგინეთ, შეგიძლიათ შეეხოთ მანქანაში ისეთ ნივთებს რომელსაც ფრედი მერკური ეხებოდა, საჭეს რომლითაც ის მართავდა მანქანას.
🔸ჩვენი ამბის მთავარი გმირიც ფრედი მერკური და მისი როლს როისია.
🔸Bohemian Rhapsody-ისთვის ხომ ყოველდღე მადლობას უნდა ვუხდიდეთ ფრედის, მაგრამ ერთი წუთით დაფიქრდით, როცა უკვე აღარ ხარ აქ მაგრამ ისეთი ძვირფასი ხარ ხალხისთვის კიდევ შეგიძლია ქველმოქმედება, შენს ნივთებს ისევ ყიდულობენ და ამით საოცარ საქმეებს აკეთებენ. თუ ცხოვრობ ალბათ ესე უნდა იცხოვრო :))ლე­გენ­და­რუ­ლი ბრი­ტა­ნე­ლი მომ­ღერ­ლის, ჯგუფ Queen-ის სო­ლის­ტის ფრე­დი მერ­კუ­რის კუთ­ვნი­ლი “როლს რო­ი­სი” სოტბის აუქ­ცი­ონ­ზე 250 ათას ფუნტ სტერ­ლინ­გად გა­ი­ყი­და. მან­ქა­ნა­ში ნა­პოვ­ნი წე­რი­ლი ადას­ტუ­რებს, რომ “როლს რო­ი­სი” როკ-მომ­ღე­რალს ეკუთ­ვნო­და. მერ­კუ­რიმ ის 1979 წელს შე­ი­ძი­ნა და 1991 წლამ­დე, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე, სწო­რედ ამ მან­ქა­ნით და­დი­ო­და.ავტომობილი შეიძინა ვლადიმერ ნოსოვმა (Vladimir Nosov) რომელიც ევროპაში ყველაზე დიდი კრიპტო ბირჟის (ვაითბით)  WhiteBIT- ის დამაარსებელია.გადახდილი თანხა მთლიანად მოხმარდება ქველმოქმედებას, კერძოდ დაჭრილი ჯარისკაცების რეაბილიტაციის ცენტრს უკრაინაში.
ჩემს ბლოგში ქველმოქმედებისთვის ადგილი სულ გამოინახება, იმედი მაქვს თქვენთვის ხალისიანი და ინფორმატიული იყო ეს სტატია.სანამ იარსებებენ ადამიანები, რომლებიც ეხმარებიან ვისაც ეს ჭირდებათ მანამდე იარსებებს სამყარო.
თქვენი კრიპტო მეგობარი 
8