რწმუნებულებები,რომლებიც გვაბრკოლებს...

6
რა საინტერესოა, ზოგი მარტივად აღწევს წარმატებას, ზოგი კი მთელ ცხოვრებას ანდომებს, ..
გაგჩენიათ თუ არა კითხვა-რატომ ხდება ასე?!
მე პასუხებიც კი მომისმენია, უფრო მეტიც, თავის დროზე მეც კი გამიჟღერებია და მჯეროდა კიდევაც ჩემი არგუმენტების, რომ -ვიღაცა დაეხმარა "ზევიდან"! ბედი უნდა გქონდეს! ყველას არ უმართლებს და ა.შ. უამრავი აბსურდული რწმუნებულებები, რომლის რეალურად მჯეროდა, და დარწმუნებული ვარ თქვენც ასევე იქნებით:-)
თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გონების შედეგი იყო!ანუ, იმ ნეგატიური რწმუნებულებების, რომელიც მე სხვებისგან გამიგია და დავიჯერე, ჩემმა არაცნობიერმა დაიჯერა და გარკვეულ ბლოკებად ჩაალაგა გონებაში, რომელიც რეალურად დიდი ბარიერი აღმოჩნდა წრმატების გზაზე!და სანამ არ მოვახდინე ამ რწმუნებულებების დამუშავება, ანუ ფენა ფენა ალაგება, დახარისხება, გარდაქმნა, მანამდე ეს ბარიერი ვერ გადაილახა...
და როდესაც დღეს კლიენტებთან ვმუშაობ , როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყველაზე რთული სწორედ რწმუნებულებებთან მუშაობაა! რადგან, სულაც არ თვლიან რომ ეს ნეგატიურია, რომ ეს ხელისშემშლელია, რადგან იმდენად არის ჩვენს ყოველდღურ ცხოვრებასთან შერწყმული, გვიჭირს განცალკავება! თითქოს ცხოვრებისეული ნორმაა, და ასე "უნდა"იყოს!
თუმცა, უნიშვნელო დაფიქრება გვამრთებს, ცოტა სხვა კუთხით შეხედვა და ჩვენს წინ გადაიშლება მთელი "ბუკეტი"სხვადასხვა რწმუნებულებების....
დიახ, წარმატების გზაზე ერთერთი ღრმა ხელისშემშლელი ბლოკი, სწორედ ჩვენს მიერ, ჩვენს გონებაში ჩალაგებული რწმუნებულებებია...
რომელის კორექცია, დამუშავება, გარდაქმნა ძალიან საინტერესო და ეფექტური პროცესია!
#დაჯავშნეშენიქოუჩსესია
#იმუშავეშენსრწმუნებულებებზე
ერთიანი პაკეტის შეძენისას, მოქმედებს საინტერესო შემოთავაზება🥰✅✅✅
6