სად შეგიძლიათ გაატაროთ პარასკევი საღამო | 7 აპრილი

12
დამეთანხმებით, დამღლელი კვირის ბოლოს მეგობრებთან ერთად განტვირთვა, ჩვენთვის საყვარელი ჟანრის მუსიკების მოსმენა და ცოტა ალკოჰოლი საუკეთესო განტვირთის გზაა. სწორედ ამიტომ დღეს მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე გამორჩეული ლოკაცია, სადაც დასვენების გამოყენებას შეძლებთ.

მტკვარზე • MTKVARZE

"მტკვარზე" ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული და ბევრისთვის საყვარელი კლუბი, სადაც ძირითადად ტექნოსა და ჰაუსების მოსმენას შეძლებთ. კლუბს 2 სხვადასხვა ოთახი აქვს, რომელშიც საუკეთესო არტისტებსა და დიჯეიებს მასპინძლობს.
მისამართი: ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის მარცხენა სანაპირო
ამ პარასკევს შეძლებთ მოუსმინოთ Kramur-s, Tevz-s,  ლევან გრძელიძეს,  Tobako Tween-სა და Monk-ს.

KHIDI ხიდი

ხიდი, ისევე როგორც მტკვარი ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებულად გამორჩეულის ღამის კლუბია, სადაც შედარებით მძიმე ტექნოს მოსმენა შეგიძლიათ. 
თუ გიყვართ ტექნო და თქვენთვის ეს განტვირთვის საყვარელი გზაა, მაშინ გირჩევთ აუცილებლად ეწვიოთ მას.
მისამართი: პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის სახელობის სანაპირო,
ამ საღამოს ხიდი რელიზებისა ღონისძიებების სერიის Brvtal Vision ღამეს გთავაზობთ. სადაც დაუკრავენ ლეიბლისა და ამავე სახელწოდების მუსიკალური პლატფორმის კურატორი The Brvtalist და კლუბის ბერძენი რეზიდენტი, ბერლინური ლეიბლისა და ღონისძიებების სერიის Liber Null დამფუძნებელი, BITE-ის ოჯახის შეუცვლელი წევრი Unhuman. ასევე, მათთან ერთად ლაივ შესრულებით წარდგება Post-Punk, Dark Wave, EBM ჟღერადობაზე დაფუძნებული გერმანული დუო Kalte Liebe. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებს KHIDI-ს ადგილობრივი რეზიდენტი და ლოკალური მსმენელის ერთ-ერტი ფავორიტი შემსრულებელი Frequency Shifter.

LoveBar ლავბარი

ლავბარი არის ადგილი, სადაც ნამდვილად შეძლებთ დაუვიწყარი დრო გაატაროთ მეგობრებთან ერთად. გემოვნებიანი მუსიკა, მხიარული საათები და თქვენი გამორჩეული მეგობრები შეგიძლიათ ერთ სივრცეში იპოვოთ.
მისამართი: 182 Nikoloz Baratashvili, Left Bank Tbilisi, Georgia, Tbilisi, Georgia
დღეს მინდა შემოგთავაზოთ ლავბარის 6, 7, და 8 აპრილის "ლაინ აფი"

Fabrika • ფაბრიკა

ფაბრიკა ეს არის მულტიფუნქციური სივრცე, სადაც შეძლებთ როგორც გართობას, ისევე გემრიელი კერძების დაგემოვნებასა და მუშაობისთვის განკუთვნილი სივრცის მშვიდად გამოყენებას.
ეს სივრცე მოიცავს კაფეებს, ბარებს,  მაღაზია-სახელოსნოებს, საგანმანათლებლო და საერთო სამუშაო სივრცეებსა და სასტუმრო ოთახებს.
მისამართი: 8 Egnate Ninoshvili Street, Tbilisi, Georgia
ამ სივრცეში სტუმრობას კვირის ნებისმიერ დღეს შეძლებთ. განსაკუთრებით დიდ მხიარულობას ის პარასკევსა და შაბათს მასპინძლობს.

Wine Factory N1 • ღვინის ქარხანა

ღვინის ქარხანა არის ადგილი, სადაც შეძლებთ ეწვიოთ სხვადასხვა რესტორნებს, კაფეებსა თუ ბარებს. სივრცე იტევს უამრავ ადამიანს და ყველას შესაძლებლობას აძლევს დაუვიწყარი საღამოები გაატარონ გემრიელ სასმელთან და გემოვნებიან მუსიკასთან ერთად.
ღვინის ქარხანაში ბარების უდიდესი არჩევანია, ამიტომ დარწმუნებული ვარ, თქვენი გემოვნების ბარს აუცილებლად იპოვით.
მისამართი: Vasil Petriashvili 1, Tbilisi, Georgia
ღვინის ქარხანაში სტუმრობა კვირის დღეებშიც შეგიძლიათ, თუმცა თუ გართობა გაქვთ გადაწყვეტილი, პარასკევი და შაბათის საღამოსთვის საუკეთესო არჩევანია.

BASSIANI ბასიანი

ბასიანი, ისევე როგორც მტკვარი და ხიდი, ტექნო მუსიკისთვის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია.
ღამის კლუბური ცხოვრების მოყვარულთათვის ის დიდი მოწონებითა და სიყვარულით სარგებლობს. ამიტომ თუ გიყვართ ღამის ცხოვრება, ალკოჰოლი, კლუბები და რაც მთავარია, ტექნო - ბასიანი - თქვენთვის არის.
მისამართი: 2 Akaki Tsereteli Ave, Tbilisi 0112 Georgia
BASSIANI 7 აპრილს სკანდინავიურ მულტიდისციპლინარულ კოლექტივს POSH ISOLATION-ს მასპინძლობს. ავანგარდული ჟღერადობითა და DIY ესთეტიკით შთაგონებული ცოცხალი შესრულებებით წარდგებიან კოლექტივის სულისჩამდგმელი, LOKE RAHBEK პროექტით CROATIAN AMOR, რომლის ერთდროულად მრისხანე და მშვენიერი სამყარო ემბიენტის, ნოიზისა და ვოკალური ჩანართების სინთეზითაა წარმოდგენილი. ასევე განსაკუთრებული სეტით წარდგებიან და ერთმანეთის მხარდამხარ დაუკრავენ თვითმყოფადი ტექნო არტისტები, ZITTO და KANCHELI, მათგარდა საღამოს სხვა ბევრი დიჯეი გაალამაზებს, ამიტომ გირჩევთ, არ გამოტოვოთ ეს ივენთი. 
12