სამი მძიმე ელემენტის ფორმირება პირველად დაფიქსირდა

5
საბოლოოდ ვუახლოვდებით კითხვაზე პასუხის გაცემას, თუ საიდან მოდის სამყაროს ყველა ელემენტი 🤔
IFLScience-ს თანახმად, აღმოაჩინეს სამი მძიმე ელემენტი გამა-სხივების აფეთქების (GRB) შემდეგ.
პირველად დაფიქსირდა ამ ელემენტების სინთეზი, რაც პერიოდული ცხრილის ელემენტების დიდი ნაწილის წარმოშობის გარკვევაში გვეხმარება.
რკინაზე მძიმე ატომური მასის მქონე ელემენტების წარმოშობა დიდი ხანია საიდუმლოდ რჩება.
ვარსკვლავის სიცოცხლის უმეტესი პერიოდის განმავლობაში, ისინი გარდაქმნიან წყალბადს ჰელიუმად და სიცოცხლის ბოლოსკენ შეუძლიათ ოდნავ მძიმე ელემენტებზე გადასვლაც.
ოდესღაც ითვლებოდა, რომ სუპერნოვა პასუხისმგებელია ყველაფერ უფრო მძიმეს შექმნაზე, მაგრამ ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახებაზე (კილონოვა) პირველად დაკვირვების შემდეგ, ეჭვებმა კილონოვაზე გადაინაცვლეს.
ამჟამად ითვლება, რომ ვარსკვლავური აფეთქებების ორივე ტიპი სამყაროს უფრო მძიმე ელემენტებით გამდიდრებაში მონაწილეობს და თითოეული წყაროს მნიშვნელობა განსხვავდება ელემენტის მიხედვით.
თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ეს ემყარება ვარაუდებს, რადგან ისინი არ იქნა აღმოჩენილი ორივე ტიპის აფეთქების შედეგად წარმოქმნილ სპექტრში.
ახლა კი სიტუაცია შეიცვალა, ყოველ შემთხვევაში, ვოლფრამი, სელენი და ტელურიუმი, პერიოდული სისტემის 74-ე, 34-ე და 52-ე ელემენტები.
» ,,ვეძებდით სამყაროში მძიმე მეტალის შერწყმის ნიშანს და მის დასანახად უზარმაზარი აფეთქება დაგვჭირდა", - თქვა მეცნიერმა გევინ ლამბმა ლივერპულის ჯონ მურსის უნივერსიტეტიდან.
გამა-სხივების აფეთქებას ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი (JWST) აკვირდებოდა.
შემდგომი ნათება, აფეთქების სიმძლავრის გათვალისწინებით, გასაოცრად სუსტი იყო, მაგრამ JWST-მ აღბეჭდა საშუალო ინფრაწითელ დიაპაზონში, 29 და 61 დღის შემდეგ, მას მერე, რაც გამა-სხივები ჩვენამდე მოვიდნენ.
ამან გამოავლინა სპექტრული ხაზი 2, 15 მიკრონის მანძილზე, რომელსაც 66 ინსტიტუტის მეცნიერები ხსნიან, როგორც ტელურიუმის არსებობის მტკიცებულებას.
ჯგუფმა გამოთვალა, რომ წარმოებული ტელურიუმის რაოდენობა მზის მასის დაახლოებით მეათასედს უტოლდება, ანუ დედამიწის მასას დაახლოებით 300-ჯერ აღემატება.
ეს გვეხმარება იმის ახსნაში, თუ რატომ არის ტელურიუმი სამყაროში უფრო გავრცელებული, მაშინ, როცა დედამიწაზე ძალიან იშვიათია.
» ,,150 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც დიმიტრი მენდელეევმა შეადგინა ელემენტების პერიოდული ცხრილი და ახლა საბოლოოდ ვართ იმ ფაზაში, რომ ვიწყებთ სიცარიელეების შევსებას იმის გაგებით, თუ სად შეიქმნა ეს ყველაფერი", - თქვა პროფესორმა ენდრიუ ლევანმა რადბუდის უნივერსიტეტიდან.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
5