ბრიტენაეთის გაერთიანებულ სამეფოში, ლონდონის "ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმში" (V&A), ამ შემოდგომას, კორეული კულტურის პირველი დიდი გამოფენა გაიმართება.
"Hallyu! The Korean Wave" - სამხრეთ კორეის მზარდი კულტურული გავლენის კვლევაა მთელს მსოფლიოში, სადაც წარმოდგენილი იქნება 200 ობიექტი, ციფრული დისპლეები და პოპ კულტურის სხვა ეფემერები, რომლებიც ოთხ თემატურ განყოფილებად ორგანიზდება.
პირველი ნაწილი, სახელწოდებით "ნანგრევებიდან სმარტფონებამდე" სამხრეთ კორეის ევოლუციას განიხილავს, ომის შედეგად განადგურებული ქვეყნის მთავარ საერთაშორისო, ინოვატორულ ცენტრად ჩამოყალიბებამდე (1950-2000).
მეორე პავილიონში კი, კორეული ფილმებისა და სერიალების რეკვიზიტები, სიუჟეტები, პოსტერები და ინსტალაციები, იქნება წარმოდგენილი. მათ შორის ისეთი კოსტიუმები და ეგზპლიარები, რომლებიც Squid Game-ის მსგავს მაშტაბურ სერიალებში გამოიყენეს. როგორც ვიცით, ამ უკანასკნელმა წინა წელს უდიდესი პოპულარობა მოიპოვა მსოფლიოს ყველა წერტილში. მსგავსი წარმატება ერგო კორეულ ფილმ "პარაზიტსაც", რომელიც პირველი უცხოენოვანი(არა ინგლისური) ფილმი გახდა, რომელმაც 2020 წელს საუკეთესო მხატრული ფილმისთვის ოსკარი მოიპოვა. გამოფენაზე სტუმრებს სიუჟეტის სხვადახხვა კადრების მიხედვით შექმნილი დეკორაციების ნახვა შეეძლებათ.
რა თქმა უნდა, კორეულ კულუტრაზე და მის გავლენაზე საუბრისას, არავის გამორჩება მათი განსაკუთრებით გლობალური მუსიკალური მიმრათულება Key-Pop-ი, ამიტომ მოსალოდნელიც იყო, რომ ამ გამოფენაზე ქეი-პოპ არტისტების და მათი მუსიკის შესახებაზ იქნება არა ერთი სანახაობრივი სივრცე შექმნილი. მათ შორის ყველაზე ეპოქალური და მასშტაბური ჰიტის, "Gangnam Style"-ის აუდიო ჩანაწერები და კოსტიუემბიც დახვდება ვიზიტორებს.
და ბოლოს, კორეული სილამაზე და მოდა - მეოთხე თემატური განყოფილება სწორედ მათ მიეძღვნებათ. კორეული სილამაზის კონტრასტული სტანდარტები დროის გასვლასთან ერთად უფრო იკიდებს ფეხს მსოფლიოს თავის მოვლის კულუტურაში.
მნიშვნელოვანი აქცენტი ისაა, რომ სამხრეთ კორეამ თავიანთი განსხვავებული გემოვნება, სტილი, სილამაზის აღქმა, ხელოვნება თუ ზოგადად კულტურა მსოფლიოს სოციალური პლატფორმებით გაუზიარა: "დღეს ეს არის წამყვანი კულტურული ძალა სოციალური მედიისა და ციფრული კულტურის ეპოქაში"- როზალი კიმი, გამოფენის კურატორი.
საბოლოოდ, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ბოლო ათწლეულში "Hallyu- კორეული ტალღა" ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და პოპულარული კულტურაა მსოფლიოში.