საქართველოს ნაკრების წარმატება EURO 2024-ზე

10
ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული დღეები აჩუქა საქართველოს!
გუნდის თავდაოუზოგავმა ბრძოლამ მსოფლიოს ყველა წერტილი მოიცვა, ყველა აალაპარაკა და დაამტიკცა, რომ ქართული ფეხბურთი იმსახურებს მასშტაბურ ყურადღებასა და აღიარებას. 
ამ მნიშვნელოვან დღეებში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე 3 მატჩი ითამაშა, ჯგუფიდან გავიდა და მერვედ ფინალში ესპანეთს შეხვდა. ესპანეთთან მარცხის მიუხედავად, ფეხბურთელების მიზანდასახული, პროფესიონალური და თანმიმდევრული ხასიათი ყველა თამაშსა თუ მომენტს ცალსახად ემჩნეოდა. 
4 მატჩით, ნაკრების წევრებმა მოხსნეს რეკორდები და ევროპის ჩემპიონატის ჩარტებში მოწინავე პოზიციები დაიკავეს. 
მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტული დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა (საქართველო-ჩეხეთი) და ხვიჩა კვარაცხელიამ (საქართველო-პორტუგალია). 
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ბომბარდირი გახდა გიორგი მიქაუტაზე - 3 გოლით, სამ თამაშზე. 
სტატისტიკური გვერდის, Opta Joes-ს მონაცემებით, გიორგი მამარდაშვილი 30 მოგერიებული ბურთით, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, მეკარეებს შორის მეორე ადგილზეა. 
Transfermarket-ზე ყველაზე ნახვადი ტოპ 3 ფეხბურთელი ქართველია, ესენი არიან - 1. გიროგი მიქაუტაძე; 2. გიროგი მამარდაშვილი; 3. ხვიჩა კვარაცხელია. 
გამორჩეული ყურადღება დაიმსახურეს ნაკრების სხვა ფეხბურთელებმაც: 
165 ზუსტი პასი, მის წინააღდმეგ 11 დაჯარიმება  - გიორგი ქოჩორაშვილი
27 ბურთის დაბრუნება - გურამ კაშია
24 ბურთის დაბრუნება - ოთარ კაკაბაძე
13 ბურთის წართმევა - გიორგი ჩაკვეტაძე
10