საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი

10
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მიმდინარეობდა მსჯელობა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო რესპუბლიკის სახელმწიფო ატრიბუტიკა. გერბისთვის ძირითადად ორ ვარიანტს განიხილავდნენ: “თეთრ გიორგის” და პრომეთეს (ამირანის).
საბოლოოდ ივანე ჯავახიშვილის იდეა დამტკიცდა: „სახელმწიფო ღერბად უნდა იყოს თეთრი გიორგი შვიდი მნათობით, რადგან ეს გამოხატულება ისტორიულად დაკავშირებულია ქართველი ხალხის არსებობასთან“.
მთავრობამ გაითვალისწინა კომისიის დადგენილების ყველა პუნქტი, გარდა პირველისა, რომელშიც მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა და ესკიზიდან გველეშაპის გამოსახულება ამოიღო.
1990 წლის შემოდგომაზე საქართველოში გამართული მრავალპარტიული არჩევნების შედეგად არჩეულმა უზენაესმა საბჭომ, არსებითად აღადგინა 1918-21 წლებში არსებული სახელმწიფო გერბი (მცირედი ცვლილებებით), რომელიც მომდევნო 14 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა.

Spotify: https://open.spotify.com/episode/5MowPWHFiHtNDqRuxW71Hj
Facebook: https://www.facebook.com/Derepublica
Instagram: https://www.instagram.com/derepublica_podcast/

10