საქართველოს სისხლის სამართლის ადვოკატთა ლიგა

3
მივიღე ჩემი მეგობრის და კოლეგის, ადვოკატის ბესიკ ქარცივაძის შემოთავაზება და გავერთიანდი საქართველოს სისხლის სამართლის ადვოკატთა ლიგაში!!!
ლიგა წარმოადგენს სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატთა კორპორაციას და მისი ძირითადი მიზანია იურიდიული განათლების ხელშეწყობა და ადვოკატთა კვალიფიკაციის ამაღლება; მოქალაქეების კვალიფიცირებული კონსულტაცია და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) უფლებამოსილების განხორციელება.
ადვოკატთა ამ სახის გაერთიანება ვფიქრობ ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო მომსახურების მაღალი სტანდარტის დანერგვას და მოქალაქეების უფლებების ეფექტურად დაცვას. აღნიშნულის განხორციელებაში მსურს ჩემი მოკრძალებეული წვლილი შევიტანო, თანამოაზრეებთან ერთად!!!
კოლეგებო, ლიგა ღია ყველა ქართველი ადვოკატისთვის, რომელთაც აქვთ სისხლის სამართლის სპეციალიზაცია!!! 
3