1. The Census at Bethlehem - Pieter Bruegel the Elder
პიტერ
ბრეიგელი
ცნობილია
ულამაზესი
პეიზაჟების
ნამუშევრებისა
და
სხვა
ისეთი
ნახატების
შექმნით,
რომლებიც
ორიენტირებულია
ღარიბ,
გლეხთა
კლასზე.
ბრეიგელი
ხშირად
ასრულებდა
ნამუშევრებს
ძალიან
დიდ
ტილოზე
და
რთულ
დეტალებს
აერთიანებდა
თითოეულ
ნამუშევარში.
ეს
იყო
ერთ-ერთი ნახატი იმ ეპოქიდან,
სადაც
დიდი
რაოდენობით
თოვლია
გამოსახული
პეიზაჟზე,
რომლის
შექმნასაც
ბევრი
მხატვარი
იშვიათად
ცდილობდა,
ცარიელ
ტილოზე
თოვლის
დახატვასთან
დაკავშირებული
სირთულეების
გამო.
მისი
ერთ-ერთი ყველაზე
ცნობილი
ნახატია
სახელწოდებით
The Census at Bethlehem, რომელიც შეიქმნა 1566 წელს. ნამუშევარზე გამოსახულია მარიამი და იოსები, ჩვილი იესოს მშობლები, და უბრალო ადამიანები, რომლებიც შეიკრიბნენ მათ გარშემო. ბრეიგელმა ნიდერლანდებში მცხოვრები ხალხის ტრადიცია
და
ბიბლიური
ისტორია
ასახა
ტილოზე.
2. The Sistine Madonna - Raphael
რაფაელი
იყო
ტიტანთა
ეპოქის
წარმომადგენელი.
მისი
ერთ-ერთი ყველაზე
ცნობილი
ნახატია
სიქსტის
მადონა,
რომელიც
დასრულდა
1514 წელს.
ნახატი
შესრულებულია
ძალიან
დიდ
ტილოზე,
რომლის
სიმაღლე
100 ინჩზე
მეტი
იყო
და
ითვლება
მადონას
ყველა
დროის
ერთ-ერთ ყველაზე
ცნობილ
ნახატად.
კომპოზიციის
ცენტრში,
ღრუბლებში
გამოსახული
ღვთისმშობელი
მშვიდად,
დაჯერებულად
მოემართება
ხალხისკენ
და
მოჰყავს
ქრისტე.
ზეციერის
დედამიწასთან
მაკავშირებლის
როლს
პაპი
სიქსტი
IV ასრულებს,
ის
დაბლაა
გამოსახული
და
თაყვანისცემით
შესცქერის
მადონას.
პაპს
მარჯვენა
ხელი
ხალხისკენ
აქვს
გაშვერილი,
ალბათ
რაღაცას
მოუწოდებს,
ანიშნებს
მათ.
კომპოზიციის
მეოთხე
პერსონაჟი
ბარბარე,
ზევით,
ღრუბლებში
მიდის,
მაგრამ
მზერა
ქვემოთ
აქვს
მიმართული.
მსოფლიო
მხატვრობის
ისტორიაში
„სიქსტის
მადონა“
იყო
და
რჩება
ხელოვნების
სწორუპოვარ
ნიმუშად.
ერთგვარი
საზომიცაა
ხელოვანებს
შორის.
3. The Mystical Nativity - Sandro Botticelli
რენესანსის
დროს
ბევრი
ხელოვანისთვის
ჩვეულებრივი
იყო
მიწიერი
სცენების
გამოსახვა
ზეციურ
არსებებთან
ერთად.
ერთ-ერთი ასეთი ნახატია
სანდრო
ბოტიჩელის
მიერ
შესრულებული
„მისტიური
შობა“,
რომელიც
ბეთლემში
ქრისტეს
დაბადების
სცენას
გამოსახავს.
ნამუშევარი
დასრულდა
1501 წელს,
იტალიური
რენესანსის
ეპოქის
მწვერვალზე.
ბოტიჩელი
მის
სიცოცხლეში
არ
ყოფილა
ფართოდ
აღირებული,
თუმცა
წლების
შემდეგ
მისი
ნამუშევრები
ხელოვნებათმცოდნეებისთვისა
და
სხვა
მხატვრებისთვის
რჩებოდა
ამოუცნობ,
მისტიურ
ფერწერულ
ტილოებად
და
სწორედ
მათ
შორისაა
"მისტიური
შობაც".