8 წლის ბავშვმა ცოტა რამ თუ ვიცოდი სიკვდილზე.
ვიცოდი რომ იყო ძალიან ცუდი.იწვევდა ტკივილს, აი ისეთ ტკივილს კივილამდე რომ მიჰყავს ადამიანი.
8წლის ვიყავი როდესაც პირველად შევხვდი სიკვდილს.
როგორ გამოიყურებოდა ის?
ღია კარში, ტახტზე მწოლიარე მოუსვენარ დემეტრეს განძრევის უფლებას არ აძლევდა.თვალებს ახუჭინებდა, ხელებს უკოჭავდა, ყელზე უჭერდა, სუნთვქის საშუალებას არ აძლევდა.
ხალხი ირეოდა მაგრამ ვერავინ ვერ უწევდა წინააღმდეგობას, ვერავინ დაიხსნა ის სიკვდილისგან.იმ ადამიანებს შორის ვიყავი მეც, ვინც უმოქმედოდ იდგა, აი ასე უბრალოდ იდგა და ტიროდა.იმ დროს ყველაზე მეტს დემეტრე ხმაურობდა და დემეტრე მოძრაობდა, უბრალოდ არავის გვესმოდა მისი ხმა.მაშინ პირველად ვიგრძენი - თუ რა ძალა აქვს სიკვდილს.
სიკვდილმა ისევ მოაკაკუნა ჩვენი სახლის კარზე.
არ დააყოვნა, მეორე დღესვე შემოაღო, ჩვენი თბილი სახლის კარი, და ამჯერად დედა წაიყვანა.
ღამით, მაშინ როცა მეძინა, მომპარა ჩემი ცხოვრების მთავარი ანგელოზი.ისევ მომიწია იმ ღია კარში შესვლა, იქ უკვე ორი ადამიანი იწვა.არადა ვფიცავ მხოლოდ რამდენიმე საათით დავხუჭე თვალები, და სულ სხვა რეალობიდან სულ სხვა რეალობაში გადამაგდო სიკვდილმა.
რეალიბაში სადაც მხოლოდ სიბნელე იყო და არაფერი სხვა.
“სიკვდილი იყო მარტოხელა მკვლელი, ყველასათვის უჩინარი.”
სიკვდილსი გაცნობის შემდეგ პირველი ყველაზე დიდი დარტყმა იცით როდის ვიგრძენი ?
როცა გადაიარა იმ ხალხმრავალმა დღეებმა.ჩვეულებრივ სკოლიდან სახლში დაბრუნებულს, კარებთან დემეტრეს სახე რომ არ დამხვდა, დედამ რომ აღარ გამომკითხა სკოლის ამბები.
სახლში რომ სითბო აღარ დამხვდა.
დედის სითბო.
მე მაშინ მოვკვიდ როცა სახლში მისვლა ჩემთვის ჯოჯოხეთად იქცა.
მე მაშინ დავუმეგობრდი სიკვდილს როდესაც ისინი წამართვა, ჩემი ცხოვრების მთავარ მტერს დავუმეგობრდი რადგან ეს იყო გამოსავალი და “ხსნა”.
მაშინ მოვკვდი როდესაც, მამამ სიბნელეს ჩასძახა თავისი შვილის სახელი, სიბნელეს.
იციით, ღამე ძალიან ბნელი და ტკივილიანი გახდა მას შემდეგ.
სიკვდილი არის -ძალა რომელიც ერთი ადამიანის ფიზიკური გარდაცვალებით, ცოცხალ ადამიანებს სულიერად გვკვლავს.