სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ

21
ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ვინმეს სიკვდილი კიდევ მოაღწევდა ჩემს გულამდე და იარებს გააღრმავებდა. მთელი ეს წლები თითოეული ადამიანის სიკვდილს გულგრილად ვუყურებდი, არ ვაძლევდი თავს უფლებას ტკივილი გულამდე მისულიყო, მაგრამ ერთ საღამოს ყველაფერი შეიცვალა. ნიკოს ამბავის გაგების შემდეგ სული ამიფორიაქდა. ძალიან დიდი იმედი მქონდა რომ დილით გავიღვიძებდი და კარგ ამბავს გავიგებდი.
ასე არ მოხდა, ნიკო გარდაიცვალა...
ვუყურებდი სიუჟეტებს მასზე და ვტიროდი. მე მას არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცოდი თუ რაოდენ კეთილი და ნიჭიერი იყო!
ყველა გლოვობდა.
ყველას სტკიოდა.
იმ დღეს მარტო ნიკოს ოჯახის წევრებმა კი არ, ჩვენც, ყველამ დავკარგეთ ნიკო.
როგორც ეგზიუპერი ამბობს, - “თითოეული ადამიანის სიკვდილით კვდება უცნობი სამყარო”. ნიკოს სიკვდილით ჩვენ ყველაზე ლამაზი სამყარო დავკარგეთ. ნიკო გვთავაზობდა ისეთ სამყაროს, რომელსაც არ გააჩნდა საზღვრები.
მომავლსი ბიჭი - ნიკო.
დეჟა-ვუ მაქვს მიმდიანრე მოვლენებზე. მკვლელებს მშობლები იცავენ. ყველაფერს ცდილობენ და ყველაფერზე მიდიან ოღონდ შვილები დაიხსნან. ნუთუ იაზრებენ თუ ვინ გაზარდეს?
თითოეული მკვლელის უკან იმალება მშობელი, რომელიც თავის მკვლელ შვილზე უფრო დიდი დამნაშავეა.
ისინი სუნთქავენ, მაგრამ მომავალი არ აქვთ. ცოცხლობენ, მაგრამ ვერასოდეს ვერ იცხოვრებენ...
ნიკო გარდაიცვალა, მაგრამ მან მოახერხა და შექმნა თავისი წილი სამყარო სახელად “მომავალი”.
და ჩვენ ყველა ბოლოს აღმოვჩნდებით მასთან, ნიკოს სამყაროში - “მომავალში”.
თითოეულ ადამიანს აქვს თავისი ვარსკვლავები, სულ ამას ვამბობ ხოლმე. ნიკო ჩემი ვარსკვალვიცაა, იქ, შორს, მაგრამ თან ისე ახლოს, მთვარესთან...
21