სტივენ სპილბერგი და ქეით ქეფშოუ უკრაინის დასახმარებლად 1 მილიონ დოლარს გამოყოფენ

15
სტივენ სპილბერგმა და ქეით კაპშოუმ 1 მილიონი დოლარი შეწირეს ჰუმანიტარული კრიზისის მხარდასაჭერად, რომელიც უკრაინაში, რუსეთის აგრესიული შეჭრის შედეგად, წარმოიშვა და უკვე თითქმის 1 თევა რაც მიმდინარეობს. 
წყვილი თავიანთი "ფილანტროპიით" ყოველთვის გამოირჩეოდა, წლების განმავლობაში ისინი ფულად დახმარებას უწევენ მსოფლიოში შექმნილი, სხვადასხვა კრიტიკული მოვლენების ფონზე დაზარალებულ ადამიანებს. მაგალითად 2020 წელს, COVID19-ის შედეგად დაზარალებულებ ბავშვებს, საჯარო სკოლებსა და დაბალი შემოსავლის მქონდე ოჯახებს. 
უკრაინისთვის ისინი 5 სხვადასხვა ორგანიზაციას უნაწილებენ ფულს, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ესენია: "Polish Red Cross", "Polish Humanitarian Action", "World Central Kitchen", "Hebrew Immigrant Aid Society" და "Urgent Action Fund".
15