26 მარტს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და პირველად ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.
ქართული ფეხბურთს ლეგენდარული სანახაობა ელის წინ. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ადგილებს, სადაც გაიმართება პირდაპირი ტრანსლაცია დიდ ეკრანზე. უგულშემატკივრე ნაკრებს შესაფერისი გარემოდან!
1. CAMP1
CAMP 1 სპორტული, შემოქმედებითი და გასართობი სულისკვეთებით გაჟღენთილი ფესტივალია, რომელიც ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში თბილისში, ერთად თავშეყრისა და გულშემატკივრობის საუკეთესო შესაძლებლობას ქმნის.
📍 ფესტივალის მასპინძელია „ლისი ლემანსის“ სამ ჰექტარ რეკრეაციულ ზონაზე გაშლილი ტერიტორია, რომელიც იდეალურია პირდაპირი ტრანსლაციის საყურებლად.
👉🏼 დასწრება უფასოა
2. გუდვილი
გუდვილის დიდი დიღმის პარკინგის სივრცე სრულიად დაეთმობა მატჩების ჩვენებას - 18, 22 და 26 ივნისი. გულშემატკივრებისთვის აქ შესაფერისი გარემო მოეწყობა - დიდი ეკრანი, სპეციალურად შექმნილი მენიუ, გასართობი სივრცე და სხვადასხვა ობიექტები.
📍გუდვილი, დიდი დიღომი
👉🏼 დასწრება უფასოა
3. ბაზარი ორბელიანი
სპეციალურად ამ დღეებისთვის ბაზარი ორბელიანზე 4 საჩვენებელი სივრცე მოეწყობა, აქედან ორ ლოკაციაზე განთავსებული იქნება დიდი ეკრანი. სტუმრებს ექნებათ ეკრანების წინ, მაგიდებთან განთავსების კომფორტი, ბაზარი ორბელიანზე არსებული მრავალფეროვანი კერძებისა და სასმელების თანხლებით.
- 35 ლარიანი კატეგორია - მოიცავს აივნებზე არსებულ ყველა ადგილს, lll სექტორსა და lV სექტორს.
- 50 ლარიანი კატეგორია - მოიცავს l და ll სექტორებში უშუალოდ დიდი ეკრანების წინ განთავსებულ ადგილებს.
❗️შეძენის შემდეგ ადგილზე გადმოგეცემათ ერთჯერადი გამოყენების საბანკო ბარათი და თქვენ მიერ ბილეთში გადახდილი თანხის გახარჯვა ადგილზე შეგეძლებათ სხვადასხვა ობიექტებზე.
4. Holiday Inn
თუ უფრო მყუდრო ადგილს ეძებ, მაშინ ჰოლიდეი ინნ-ის სივრცე შესაფერისი გარემოა იმისთვის, რომ მრავალფეროვანი კერძებისა და სასმელების თანხლებით უყურო საქართველოს მატჩებს დიდ ეკრანზე.
📍 სასტუმრო ჰოლიდეი ინნ, 26 მაისის მოედანი N1
შესვლა უფასოა
5. Saguramo Stage
14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით საგურამო სტეიჯის ტერიტორიაზე გელოდებათ დასასვენებელი სივრცე სადაც ერთ ჰეკტარ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს: ბარი, კვების ობიექტი, მუსიკა, გასართობი სივრცე და, რაც ყველაზე მთავარია, ეკრანი 5:9 მეტრი, სადაც ნაჩვენები იქნება ევრო 2024 ის ტრანსლიაციები.
10 წლამდე ბავშვები დაიშვებიან უფასოდ
❗️დიდ ეკრანზე ნაჩვენები იქნება საღამოს თამაშები 20:00 - 23:00