⬆️ რუკა აჩვენებს ოზონის კონცენტრაციას ანტარქტიკის თავზე, 2023 წელი. (Ozone Watch/NASA)
დედამიწაზე სიცოცხლის მცველი შრის აღდგენა იმაზე სწრაფად ხდება, ვიდრე ნაწინასწარმეტყველები იყო ✊🏼
✦ მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ოზონის შრის დასაცავად გაწეული მსოფლიო ძალისხმევა იქცა "უზარმაზარ გლობალურ წარმატებად" მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ატმოსფეროში მავნე აირების რაოდენობა მოსალოდნელზე სწრაფად მცირდება.
1987 წელს ხელმოწერილი მონრეალის პროტოკოლი მიზნად ისახავდა ოზონდამშლელი ნივთიერებების გაფრქვევების ეტაპობრივად აღმოფხვრას, რომლებიც ძირითადად გვხვდება სამაცივრო, კონდიცირების სისტემებში, ასევე აეროზოლებში.
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ატმოსფეროში ჰიდროქლორფტორნახშირწყალბადების (HCFCs) დონეებმა - მავნე აირები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ოზონის ფენაში გაჩენილ ხვრელებზე - პიკს მიაღწიეს 2021 წელს,
პროგნოზირებულზე ხუთი წლით ადრე და შემდეგ დაიწყეს კლება.
» ,,ეს არის უზარმაზარი გლობალური წარმატება.
ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის", - განუცხადა AFP-ს კვლევის წამყვანმა ავტორმა, ლუკ ვესტერნმა, ბრისტოლის უნივერსიტეტიდან, დიდი ბრიტანეთი.
ყველაზე მავნე ქლოროფტორნახშირბადების (CFC) გაფრქვევები (ემისიები) 2010 წლისთვის უკვე თითქმის შეწყვეტილი იყო, ოზონის შრის დაცვის ფარგლებში.
ხოლო, HCFC-ები, რომლებმაც ისინი (CFC-ები) ჩაანაცვლეს, 2040 წლისთვის სრულად იქნება თავიდან მოშორებული.
ოზონი ფარია, რომელიც იცავს დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეს მზის ულტრაიისფერი სხივების სიჭარბისგან, ამიტომაც არის მისი დაცვა ასეთი მნიშვნელოვანი.
ლუკ ვესტერნმა მავნე აირების დონის მკვეთრი ვარდნა მონრეალის პროტოკოლის ეფექტურობას მიაწერა, ასევე უფრო მკაცრ ეროვნულ კანონმდებლობებსა და ინდუსტრიაში ცვლილებებს.
CFC-ები და HCFC-ები სათბურის აირებიც გახლავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი შემცირება ძალიან დაგვეხმარება გლობალურ დათბობასთან ბრძოლაში.
ლუკის თქმით, CFC-ებს შეუძლიათ ატმოსფეროში ასობით წლის განმავლობაში შენარჩუნდნენ, ხოლო HCFC-ები დაახლოებით ორი ათწლეული.
მაშინაც კი, თუ ისინი აღარ გამოიფრქვევიან, ამ პროდუქტების წარსული გააგრძელებს ზემოქმედებას ოზონზე კიდევ მრავალი წლის განმავლობაში.
"გაეროში", გარემოს დაცვის პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს ითქვა, რომ ოზონის შრის 1980-იან წლებში არსებულ კონდიციაში დაბრუნებას ოთხი ათწლეული დასჭირდება.
პირველად სწორედ 1980-იანებში აღმოვაჩინეთ ხვრელი ოზონის შრეში.
მომზადებულია Agence France-Presse-ს მიხედვით.