უზარმაზარი ვულკანის ირგვლივ მიწა ამოიზნიქა, რაც შესაძლოა ამოფრქვევას მოასწავებდეს

2
შესაძლოა, ტანზანიაში უზარმაზარი ვულკანი ამოიფრქვეს 🌋
• მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ტანზანიაში, უჩვეულო ვულკანის ირგვლივ მიწა არის ამოზნექილი, რაც იმის ნიშანია, რომ მიწის ქვეშ, მაგმის უზარმაზარი რეზერვუარი ბუშტის მსგავსად "ბერავს" მიმდებარე ტერიტორიებს და შესაძლოა, ეს ყოველივე მოახლოებული ამოფრქვევის მაუწყებელიც იყოს.
Futurism-ის თანახმად, მეცნიერები ვულკან Ol Doinyo Lengai-ს აქტივობას 7 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ და დაადგინეს ამოზნექისა და ჩაზნექის პერიოდები.
კვლევამ, რომელიც Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა, აჩვენა ვულკანის სწრაფი ზრდა 2022 წლის მარტიდან დეკემბრამდე.
კვლევის თანაავტორის, ნტამბილა დაუდას თქმით, ეს მოკლევადიანი მოძრაობა შეიძლება გახდეს მომავალი ამოფრქვევების საწინდარი.
ვულკანი Ol Doinyo Lengai - რაც მასაის ენაზე "ღვთის მთას" ნიშნავს - უნიკალურია.
ეს არის ერთადერთი აქტიური ვულკანი, რომელიც წარმოქმნის კარბონატიტის ლავას, უჩვეულოდ თხევად შავ ან ნაცრისფერ ლავას, რომელიც გაცივებისას მკვეთრ თეთრ ფერს იღებს.
გუნდი იმედოვნებს, რომ მიღებული მონაცემების დამუშავებით, ვულკანის შემდეგი ამოფრქვევის დროს იწინასწარმეტყველებენ.
აღნიშნული ვულკანი ბოლოს 2007 წელს ამოიფრქვა და მაშინ რამდენიმე მიმდებარე დასახლების ევაკუირება გახდა აუცილებელი.
რაც უფრო მეტს გავიგებთ მიწის ქვეშ მიმდინარე პროცესებზე, მით უფრო ზუსტად შეგვიძლია ვულკანის შემდეგი ამოფრქვევის წინასწარმეტყველება.
2