ალბათ არავისთვისაა გასაკვირი, რომ ცნობილ ადამიანებს უცნაური ჩვევები და რიტუალები ახასიათებთ.
ყველაფერი უფრო მეტად იძაბება, როცა მათ წინ პერფომანსი ელით, შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ამ უცნაურობების სიას:
ADELE
ვიტყოდი, რომ ადელის მოთხოვნები საკმაოდ მოკრძალებულია სხვებთან შედარებით... მისგან, როგორც ნამდვილი ბრიტანელისგან არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ სცენაზე გასვლამდე ის ზუსტად 6 დიდ ფინჯანს ჩაისთვის, 6 ლითონის ჩაის კოვზს და თაფლს, რომელიც აუცილებლად არაორგაუნულ უნდა იყოს, ითხოვს.
Rolling stones
მათი მოთხოვნების ნაწილი კლასიკურია- სასმელი
და სიგარეტი. მნიშვნელოვანია, რომ იმ სასტუმროში სადაც რჩებიან ბარი სულ ფუნქციონირებდეს.
ჯგუფის წევრების საშუალო ასაკი დაახოებით 73-75 წელია, ასე რომ მათ მუდმივად სჭირდებათ
სპეციალურად გამოყოფილი ადამიანური რესურსი, რომ ელექტრონულ საგნებთან კონტაქტი სწორად
დაამყარონ.
Paul MCcartney
მისი კულისები ტყეს მოგაგონებთ, პოლისთვის მნიშვნელოვანია
სცენაზე გასვლამდე ირგვლივ სიმწვანე ჰქონდეს. მას უყვარს კონკრეტულად 6 ფოთლიანი მცენარები,
რომლებსაც ფოთლები თანაბრად ექნება განაწილებული ზემოთ და ქვემოთ და იქნება უტოტო,
ასევე უყვარს ყვავილები, განსაკუტრებით შროშანები და ღია ვარდისფერი ვარდებ
Beyonce
პოპ ვარსკლავი მოითხოვს ოთახის ტემპერატურას
ზუსტად 78 ფარენჰაიტზე(25, 55 გრადუსი ცელსიუსი). ასევე სცენაზე გასვლამდე აუცილებლად
უნდა მიირთვას ბოსტნეული და ქათმის წვნიანი.
Rihanna
რიანას წინა საკონცერტო სიაში "Archipelago Black
Forest" სურნელოვანი სანთლები იკავებს, რომლებიც თუ კონცერტის მასპინძლებმა ვერ
იშოვეს, აუცილებელია უნდა დაუკავშირდნენ რიანას გუნდს, რომ ეს პრობლემა დაუყოვნებლად მოგვარდეს. ასევე სიაში მოხსენიებულია
ცხოველის პრინტის მქონე ხალიჩა, რომელზეც ვარკვლვავი ფეხშიშველა დადის სცენაზე გასვლამდე.
Kanye west
არტისტი გარშემო მყოფებს სთხოვს, რომ მათ
100% -ით ნატურალური, ბამბის ტანსაცმელი ატარონ. ის კონცერტზე ოფლის მოსაწმენდად მხოლოდ
და მხოლოდ „Versace”-ს პირსახოცს იყენებს. ამას გარდა, ერთ-ერთ ავსტრალიურ ტურზე რეპერმა
გამაგრილებელი სასმელის-“slushie”-ის დანადგარი მოითხოვა, რომელიც დამზადებდა კონკრეტულად
ორ გემოს : Greygoose & lemonade და Hennessy & Coca-Cola.
Maddona
კულისები პოპის დედოფლის სახლს უნდა გავდეს.
გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, Madonna მოსასვენებელი ოთახიდან ყველა ავეჯის გატანას
და თავისი სახლის მსგავსის დადგმას ითხოვს. ამის გარდა საჭიროა, რომ წვდომა ქონდეს
დაახლოებით 20 სხვადასხვა ქვეყნის სატელეფონო ხაზთან, რომ თუ მას გადაუდებელი ზარის
განხორციელება დასჭირდება პრობლემა არ შეექმნას.