რიფტული ველი Noctis Labyrinthus ("ღამის ლაბირინთი")
• "ღამის ლაბირინთი" არ ჰგავს არცერთ ადგილს მზის სისტემაში და მისი პარამეტრები ასე გამოიყურება:
სიგრძე: 1190 კილომეტრი;
სიგანე: 30 კმ;
სიღრმე: 6 კმ.
მარსის რიფტული ველის რეგიონი დაფარულია ქვიშის დიუნებითა და კანიონებით.
Livescience-ს
თანახმად, ახალი სურათი, რომელიც ამ კვირაში ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მიერ გამოქვეყნდა, შეიქმნა ESA-ს კოსმოსური ხომალდის, Mars Express-ის, მიერ შეგროვებული მონაცემების თანახმად.
ცნობისთვის, "მარს ექსპრესი" წითელი პლანეტის ორბიტაზე 2003 წლიდან იმყოფება.
2023 წლის ოქტომბერში, ESA-მ ამავე ობიექტის ვიდეო კადრებიც გამოაქვეყნა.
3D ვიდეო გამოსახულების შესაქმნელად გამოყენებულ იქნა Mars Express-ის მიერ მოპოვებული სურათები და ტოპოგრაფიული მონაცემები.
ვიდეო და სურათი მაღალ ხარისხში ნახეთ
აქ.
Noctis Labyrinthus-ი მდებარეობს Valles Marineris-ის დასავლეთ კიდეზე.
Valles Marineris-ი კი გახლავთ უზარმაზარი კანიონური სისტემა, რომელიც ცნობილია როგორც მარსის "Grand Canyon"-ი.
თითქმის 20-წლიანი სამეცნიერო საქმიანობის განმავლობაში, Mars Express-მა გვიჩვენა წითელი პლანეტის თვალწარმტაცი სურათები და გადახედა მის ზედაპირზე წყლის ისტორიას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მარსს ოდესღაც სიცოცხლისთვის შესაფერისი გარემო პირობები ჰქონდა.
• როგორ ვნახოთ მარსი ღამის ცაზე?
მარსის ნახვა უმეტესად შესაძლებელია მთელი ღამის განმავლობაში მზის ამოსვლამდე.
პლანეტა ყველაზე კაშკაშა ჩანს მისი ოპოზიციის დროს, როდესაც ყველაზე ახლოსაა დედამიწასთან.
ეს ხდება ყოველ 26 თვეში და შემდეგი იქნება 2025 წლის 15 იანვარს.