ძალიან საინტერესო გამოფენა. 2022 წელს, ძველმანების ბაზრობაზე ნაყიდ დიდ შავ ჩემოდანში, ფართო ფორმატის 500-მდე მინის ნეგატივი იყო ჩალაგებული. დიგიტალიზაციის ხანგრძლივი პროცესის შემდეგ, უცნობი ფოტოგრაფის არქივმა ახალი, უნიკალური პერსპექტივით დაგვანახა 1930-იანი წლების თბილისი და საქართველოს სხვადასხვა მხარე. ქუჩის სცენები, ქალაქის ხედები, საბჭოური დემონსტრაციები, პორტრეტები, საოჯახო სიტუაციები, სამუშაო გარემო, კურორტები, სოფლური ყოფა, სპორტული სანახაობები.
გამოფენის ორგანიზება საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ გაუკეთა და გაიმართა არტარეას გალერეაში.