ფრენსის ბეკონი I გროტესკული ექსპრესიონიზმი

8
გუშინ, 28 ოქტომბერს ინგლისელი ექსპრესიონისტი მხატვრის, ფრანსის ბეკონის დაბადების დღე იყო. ამის აღსანიშნავად გთავაზოვთ მისი შემოქმედების ისტორიას და იმ მნიშვნელოვან წერწერულ ნიმუშებს, რომლებმაც ხელოვნების სიტორიაში დიდი კვალი დატოვა. 
ფრენსის ბეკონი 1909 წელს დაიბადა დუბლინში, ინგლისელი ოჯახში და გარდაიცვალა 1992 წელს - მადრიდში. ბავშვობაში მამამისი სასტიკად ექცეოდა და სერიოზული კრიზისი განიცადა, როცა ოჯახს თავისი ჰომოსექსუალიზმი გაუმხილა. 1925 წელს, როდესაც ის მხოლოდ თექვსმეტი წლის იყო, იგი გადავიდა ლონდონში მამასთან კონფლიქტური ურთიერთობის გამო.
ბეკონმა დაიწყო თავისი კარიერა, როგორც დეკორატორი და დიზაინერი. 1927 წელს პაბლო პიკასოს გამოფენის "ასი ნახატი პიკასოს" შემდეგ მან შექმნა თავისი პირველი ფერწერული ნამუშევრები. 
1933 წელს მან დახატა ერთ-ერთი პირველი "ჯვარცმა" და მონაწილეობა მიიღო ორ ჯგუფურ გამოფენაში.
აღსანიშნავია ფაქტი, რომელიც მის არაორდინალურ ხასიათს კიდევ ერხელ უსვამს ხაზს - 1944 წელს ფრანსისმა მთელი თავისი, მანამდე შემქნილი, შემოქმედება გაანადგურა და განაცხადა, რომ ამის შემდეგ შექმნილი ნამუშევრები იქნებოდა მისი ნამდვილი შემოქმედების დასაწყისი. 
მისი პირველი პერსონალური გამოფენა იყო ჰანოვერის გალერეაში 1949 წელს. 1962 წელს ლონდონის Tate Gallery-მა გამართა ფრენსის ბეკონის ნამუშევრების გამოფენა.
მან ასევე დახატა მრავალი ავტოპორტრეტი. მისი საყვარელი თემაა ადამიანის სხეულის წარმოდგენა გახეხილი, აჟიტირებული და დეფორმირებული ფიგურების სახით. კლასიკური ხელოვნების დიდი გავლენით, ფრენსის ბეკონმა შეადგინა ძალადობრივი და გულის ამაჩუყებელი ნამუშევარი, დეფორმირებდა ადამიანის ფიგურას.
  • ფრენსის ბეკონი (1909 - 1992), "ავტოპორტრეტი"
  • ფრენსის ბეკონი (1909 - 1992), "სწავლა ინოკენტი X-დან"
  • ფრენსის ბეკონი (1909-1992), 'ლუსიან ფროიდის სამი კვლევა
  • ფრენსის ბეკონი (1909 - 1992), "სწავლა თავისთვის"
8