ფრიდონ ზოიძის პოეზია

ByArt infoItaly
14
ახლა ვერა ვარ ისე ცუდად ლექსები ვწერო,ახლა არა ვარ ისე კარგად ლექსები გიძღვნა...ლურჯი ცის ფონზე მოჩახჩახე ოქტომბრის მზეო,არ მსურს ჩააქროს შენი შუქი ნოემბრის ნისლმა.
ყველა ფოთოლი მოიშორეს ხეებმა უცებ,მოიშორეს რა_ უბრალდებოდ ქარს გააყოლესჩემ ლექსებივით გაიფანტნენ,მოედნენ ქუჩებს,რომლებსაც ყველა ზედ აბიჯებსდა არც აღონებთ.
მეც იმ ხეს ვგავარ, ფოთლებივით დამცვივდა უკვე,ყმაწვილურ ჟინით დაწერილი სულ ყველა ფრაზა!..ჩემთვის ყოველი ულექსო დღე თენდება უქმედდა მთვრალი, შიშველ ხეივანში რვიანებს ვხაზავ. 
ასე ბარბაცით, მოვალ შენთან, მოგეკედლებიდა არ გამიწყრე, რომ ცოტათი გადავამეტე,მაგრამ უშენოდ გამიჭირდა, უკვე ვერ ვძლებდი,მაპატიე რომ მიყვარხარ და ვერ გაგაღმერთე.
ახლა არა ვარ ისე კარგად ლექსები გიძღვნა,არც ისე ვარ რომ გულმოსულმა ლექსები ვწერო,არ მსურს ჩააქროს შენი შუქი ნოემბრის ნისლმა,ლურჯი ცის ფონზე მოჩახჩახე პოეტის მზეო. 
***

ბნელ და ცივ ქალაქში, ნიღბების მეჯლისზე, გულგრილი, უტყვი და დამზრალი თვალებით,ბავშვების მოხატულ აგურის კედლის ფერს,უმზერდნენ ნახევრად შიშველი ქალები.
ლამაზი, ფაქიზი თითებით ეჭირათ,ჭიქები და შავი ღვინის სმით იკლავდნენ,იმ სევდას რომელიც ეტყობათ მეტწილადუიღბლო, კენტ ქალებს  მომავლის მიჯნაზე.
მოჟამულ ცის ფონზე, ნეკერჩხლის ფოთლებში,უჭაღო ნათურა შუქ-სხივებს აქსოვდა...ოცნების ბახუსში პოეტის მოლბერტი,არც მე ,არც ჩემს მუზასიმ დროს არ გვახსოვდა.***
 ჩემთანაც მოვა გაზაფხული ალბათ ოდესმედა ჭრელი კაბით დაბრძანდება სულის სარკესთან...დავეთხოვები უსაშველო ნატვრებს, ოცნებებს,ძველ ნაიარევს_ მზის სხივთა თბილ ძაფით დავკემსავ. 
არ გავიხსენებ წარსულ დღეთა წამებს უწყალოს,იმ ცრემლის ტბორში არასოდეს არ დამაბრუნო...ხელი ჩამჭიდე, არ გამიშვა მე შენ უბრალოდ,ის ტკივილები სიკვდილამდე აღარ მარგუნო. 
... მე ამ სიზმრიდან აღარ მსურდა გამოღვიძება,გეხებოდი და ჟრუანტელი ტკბილად მივლიდა...თუ ჩემთან ყოფნა გსურს და ჩემი სითბო გჭირდება,არასდროს დამთმო, არ განმაგდო შენი ფიქრიდან.
***

გზას მივყვები... მიდის არსაით დაგზაა ქანცგამწყვეტი ამავე დროს!უცებ შავ-მუქ ფერად გადანისლა,ზეცის ხასიათი გადამედო. 
იქ, ნისლების მაღლა სილურჯეა, მზეა მოჩახჩახე და ვარვარებს...ოქროს სხივ-ისრები ილურსება,ქარგავს ფერად-ფერად, ჭრელ ფარდაგებს.
ნეტავ შემეძლოს იქ ტახტის დადგმა,ალბათ ვიცხოვრებდი უპურწყალოდ,ოღონდ სიკვდილამდე სულის ნაპრალს,ამოვავსებდე რომ ვუმკურნალო.
როცა შავ-მუქ ფერად გადანისლა,ზეცის ხასიათი გადამედო!გზას მივყვები, მიდის არსაით დაგზაა ქანცგამწყვეტი ამავე დროს.
***
* * *სანამ ცის თაღზე მზის სხივები არ გამომსახავს და შავ-თეთრ ღრუბლებს, არ უპოვის გზას ქარიშხალი...შენს ნატიფ ხელებს შევიგრძნობ და სულიც მოგნახავს,ეჭვიც არ გქონდეს მიგატოვო, ერთი მისხალი!
სამარეებთან_ სამარისებრი სიჩუმე სუფევს,მარგალიტები ამშვენებენ შენს მკერდს და უბეს! 
***
სუიციდი
გონებრივ ჩიხში შესული კაცი,
არის მძიმე და უთქმელი, უტყვი...
ცხოვრების დარტყმა სასტიკი, მკაცრი,
აბრკოლებს... რისკებს გაურბის, უფრთხის.
აღარ სრულდება ეშმას ზეიმი
და შიშის ბნელი ფიქრთა კოჰორტა...
ბოლო სიტყვისთვის შეთხზულ წერილით,
ამხელს სულ ყველას, ვინც არ მოწონდა.
იღებს დატენილი, მბზინავ რეოლვერს
და საფეთქელთან იბჯენს ცივ ლულას!
სულის ტანჯვა რომ არ განმეორდეს,
სახეს სიკვდილის მხარეს იბრუნებს...
ვინ იცის რატომ დაკარგა რწმენა
და თითი რატომ გამოკრა სასხლეტს,
რად აღარ სურდა ცოცხლად დარჩენა?!
(სირცხვილი ყველას, ვინც ბოლოს ნახეთ)
იმედის მითი დაიმსხვრა, გაქრა
და ცხოვრებასთან დასრულდა ომი...
დატოვა შავი წარწერით აბრა:
, , ვეღარ შევხვდებით,
აბა მშვიდობით" .
***
 ნუთუ შენ ფიქრობ გიღალატებ, სხვასთან გავიყოფ,სარეცელს და შენს სურნელებას რამეში გავცვლი?!მზე ჩამიქრეს და ჯოჯოხეთის ბნელში გამრიყოს,განგების რისხვამ_დამეფერფლოს სხეული ხანძრით.
სულის სიმღერავ, ტკბილხმოვანო სიმო ქართულო,ჩემი ოცნების ლურჯო ცავ და ზღვის სანაპიროვ,ხავერდის მდელოვ, გვირილებით გადაქარგულო, სიცოცხლის წყაროვ ჰაერო და სულის ნაწილო!..
ნუთუ შენ ფიქრობ....
***
ფშავურ მოტივზე
არ იყო უმთვარო, ბნელი, არც ნათელი,ღამე და ვარსკვლავებს მდუმარედ ვუცქერდიოცნების უძირო ზეცაზე ვათევდი,აღარა ჰყოფნიდა ჩემს აზრებს ფურცლები.
აღარ სურს ჩემს მუზას, ცალ-ცალკე ვათიოთ,თან აღარც მაშრება თითებზე მელანი!..იმ დღეს რომ გაგიშვი, თავს ვერა ვპატიობ,შემოვრჩი მთის კალთებს ლექსების მწერალი.
ეს გული მიხვდა რომ უშენოდ ცხოვრებას,აღარ აქვს აზრი და აღარცა ხალისი!..სანამ ეგ ბულბულის ხმა მემახსოვრება,სამშობლოს ვფიცავარ_ იქამდე დაგიცდი.
ნეტავი იცოდე, თუ როგორ მაკლიხარდა რა რიგ ვნატრულობ მაგ თმათა ჩანჩქერებს...თუ ვიგრძენ ეგ გული ცოტათი გაგრილდა,მთის მინდორ-კალთებზე რაღა გამაჩერებს...
ბნელ, შუა ღამისას შევკაზმავ არაბულსდა შენი გულისთვის ჩავაქრობ კერიას...გამომყევ, არ ჩამცე ქალაუ დანა გულს,მთის მინდვრის ყვავილნი, შენს მოსვლას ელიან.

ByArt infoItaly
14