ჯეიმს ვების ფენომენალური ტელესკოპის გამოყენებით, ასტრონომებმა, ირმის ნახტომის გარეთ, ყავისფერი ჯუჯების დიდი პოპულაცია პირველად აღმოაჩინეს.
თითოეულ მათგანს 50-80 იუპიტერის მასა აქვს.
ყავისფერ ჯუჯებს ზოგჯერ პლანეტარებს ან ჰიპერ-იუპიტერებს უწოდებენ, რადგან ისინი უფრო მასიური არიან, ვიდრე პლანეტები, მაგრამ საკმარისად მასიური არ არიან იმისთვის, რომ ვარსკვლავები იყვნენ.
გარკვეული მიზეზების გამო, ფორმირებისას, ისინი ვერ იზიდავენ საკმარის მასას, რომ ბირთვული შერწყმა დაიწყოს და გახდნენ სრულფასოვანი ვარსკვლავები.
რაც შეეხება თანდართულ გამოსახულებას, მაგელანის პატარა ღრუბლის გარეუბანთან, დედამიწიდან დაახლოებით 200 000 სინათლის წლის მანძილზე, არსებობს გალაქტიკა, რომელიც ახალგაზრდა ვარსკვლავების გროვის, NGC 602-ის სახლია.
სწორედ ამ გროვას ხედავთ NASA/ESA/CSA-ს ამ სურათზე, რომელიც ვებმა გადაიღო.
გროვა მდიდარია იონიზებული გაზით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მასში ვარსკვლავების ფორმირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ამ გროვაშივე არიან ზემოთ აღნიშნული ყავისფერი ჯუჯებიც.