საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ორგანიზაცია საგანმანათლებლო ცენტრი „მამული, ენა სარწმუნოება „ლიტერატურული ფესტივალ „ქუჯის“ ფარგლებში აცხადებს შემოქმედებით კონკურსს, სახელწოდებით „ახალი სამყარო“. მიმდინარე წლის 1 ნოემბერს კონკურსი ჩატარდება ზუგდიდის, ქ. ფოთის, ხობის, სენაკის, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში.
1. მოსწავლეები, რომლებიც გამოირჩევიან მხატვრული აზროვნების უნარით, მიეცემათ დავალება - რამდენიმე სიტყვისგან შემდგარი წინადადების საფუძველზე შექმნან მხატვრული ნაწარმოები (ლექსი, მინიატურა, ნოველა).
ეს იქნება პირველი, ადგილობრივი ტური; გამარჯვებულები მიიღებენ მონაწილეობას ზუგდიდში, დასკვნით ტურში.
მათ მიეცემათ ისეთივე დავალება, როგორც პირველ ტურში;
ვაცხადებთ აგრეთვე საგანმანათლებლო ცენტრ „მამული, ენა სარწმუნოება“-ს ფარგლებში კონკურსს საუკეთესო კალიგრაფის გამოსავლენად. საუკეთესო კალიგრაფიის მქონე მოსწავლეებს მიეცემათ დავალება - შეარჩიონ „ვეფხისტყაოსნის“ ნებისმიერი ერთი სტროფი და დაწერონ საკონკურსო დავალება. გამარჯვებულები, რომელსაც შეარჩევს კომპეტენტური ჟიური, გადავლენ დასკვნით ტურში.
დასკვნითი ტური გაიმართება ქ. ზუგდიდში. ზუსტი თარიღი დასახელდება პირველი ტურის დასრულების შემდეგ.
დასკვნით ტურში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან დიპლომებით, ფასიანი საჩუქრებით; გამარჯვებული ნამუშევრები გამოქვეყნდება „ქუჯის“ ყოველწლიურ ჟურნალში.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მთავარ ბიბლიოთეკაში, 1 ნოემბერს 16:00 საათზე ჩატარდება შესარჩევი ტური.