შენ გაიზარდე...

9
ერთხელ , ერთერთი ტრეინინგის დროს , როდესაც გარკვეულ სავარჯიშოს ვასრულებდი, მოვიდა გაცნობიერება :"საკმაოდ რთულია იყო მშობელი...იყო ზუსტად საჭირო დროს საჭირო ადგილას...იყო მეგობარი შვილის ამავდროულად"....
საკმაოდ ხშირად ვფიქრობდი ამ სავარჯიშოზეც და შედეგად მოსულ ფიქრებზეც...ხშირად მქონდა ამ ფიქრების განმამტკიცებელი შემთხვევებიც ჩემს გარშემო, ახლობლებში, კლიენტებთან.....
აი, დღეს ვზივარ და ისევ ის სავარჯიშო ამომიტივტივდა....დღეს უკვე მეც მშობელი ვარ, და ბევრად უკეთესად გავიაზრე მისი მნიშვნელობა..პასუხისმგებლობა...
არის ხოლმე შემთხვევები , როდესაც მშობლებს ვერ პატიობენ! დღევანდელ მათ წარუმატებლობაში მთავარ დამნაშავეს სწორედ მშობელს მიიჩნევენ, აღზრდის სტილს, შესაძლებლობების არ ქონას და ა.შ .აბრალებენ და ზრდიან ამ ჯაჭვს მაქსიმალურად....
ყველა და ყველაფერია ამ ჯაჭვში , საკუთარი თავის გარდა...
მესმის, შესაძლოა იყო არასწორი აღზრდის სტილი, იყო შეცდომები...თუმცა ჩვენც არვართ დაცულები ხომ ამ უკანასკნელისგან??
მესმის, შესაძლოა იყოს ბევრი, ბევრი ფაქტორი....მესმის, რომ ვერ მოგცა მშობელმა ის , რაც გჭირდებოდა...
მაგრამ, მოდი გაიხსენე , რომ დღეს უკვე ზრდასრული ხარ, და შენ შეგიძლია საკუთარ თავს მისცე ის რაც გჭირდება!
დღეს, უკვე ზრდასრული ხარ და გაქვს უნარი აზროვნების , ფიქრის, საკუთარი საჭიროების დანახვის!
დღეს, უკვე ზრდასრული ხარ და გაქვს უნარი შეავსო საკუთარი თავი შენთვის მნიშვნელოვანი რესურსებით...
დღეს უკვე, მიუხედავად იმისა , რომ ზრდასრული ხარ, შენ შეგიძლია გახდე საკუთარი თავის მშობელი და შენი შინაგანი ბავშვი შეავსო იმ ყველა საჭიროებებით რაც გაკლდა ბავშობაში და აღზარდო ისეთი , როგორიც გინდა იყოს....
შენ ეს შეგიძლია და ამის რესურსი გაქვს!
მე კი მადლიერებას გამოვხატავ ჩემი მშობლების მიმართ და ხმამაღლა ვეტყვი, რომ საუკეთესოები მყავდნენ , მათ მომცეს ყველაფერი ის რისი მოცემაც შეეძლოთ...
მათ მასწავლეს ყველაზე მთავარი-ადამიანის სიყვარული♥️♥️
მადლობა მათ სიყვარულისთვის♥️🙏🙏🙏
#ფსიქოლოგი
#არტთერაპევტი
#ლაიფქოუჩი
#ენეაგრამამასტერი
#მეტაფორულიბარათებისსპეციალისტი
#ქვიშისთერაპიისსპეციალისტი
სიყვარულით და მადლიერებით მე♥️🙏
9