რას აკეთებდი 2012 წლამდე და რას აკეთებ 2012 წლის შემდეგ? სპექტაკლი, რომელიც ყოვლისმომცველ პრობლემაზე - შიმშილზე გვიყვება. კონფორმიზმი, სისტემის მანკიერება, გამოხატვის თავისუფლების წართმევის მცდელობა და ცენზურის საშიშროება - გადატანილი მეტაფორების გარეშე გადმოცემული რეალობა, რაზეც საზოგადოება არ საუბრობს.
გარდა იდეისა, თითოეული ნაწილი განსაკუთრებულია - შესრულება, სცენის მხატვრობა, გრაფიკა, მუსიკა თუ სხვა დეტალი. იქმნება შთამბეჭდავი სანახაობა, რაც მნახველზე ახდენს დიდ ზემოქმედებას.
"შვიდი ადამიანი ერთ ღამეს იკრიბება. სოციალური უსამართლობის პირისპირ ისინი ცალ-ცალკე იწყებენ გამოსავლის ძიებას. როცა სისტემა დამნაშავეა, შესაძლებელია თუ არა, ვინმე იყოს ბოლომდე უდანაშაულო?"
რეჟისორი: დათა თავაძე