როგორ გთხოვე... გულს გჩუქნი და გაუფრთხილდი,ნაჩუქარი ნაფლეთებად აქციე,ჯერ სიმწარით, ირონიით დაამცირე,მერე შხამი წვეთ-წვეთობით აქციე!
როგორ გთხოვე...გაუფრთხილდი არ გატეხო,გატეხილი არასდროს არ მთელდება,არ დაინდე ნამსხვრევებად აქციედა უგულოდ.სნეულ ქალად მაქციე!
როგორ გთხოვე....არ გამწირო ტკივილისთვის,სიყვარული თუ არა გაქ ...ნუ დამაბნევ,არაფერი გაიგონე....ჩემს გრძნობებზე მოთამაშევ!
როგორ გთხოვე...თხოვნა არად შეისმინე,სიყვარული დამაჯერე მოგენდე,ყველა ჩემი განვლილი.გზა გაგიშალე,ყველა ჩემი საიდუმლო გაგანდე!
მაგრამ თურმე მე პირველი არ ვყოფილვარ,ვინც ტყუილით გააბრუე შეშალე,ბევრი ქალის თვალი ცრემლით აატირე,მიჩვეული ხერხი ვერ მოიშალე
მე პირველი არ ვყოფილვარ...შენი მსხვერპლი,უფრო მეტი მე ვარ მგონი მეასე,მაგრამ ერთ დღეს ბუმერანგი....გაგახსენებს,როცა ვიღაც შხამის ფიალს შეგასმევს!
მაშინ იქნებ მიხვდე თუ რა ტკივილია,როცა ვინმეს შენი ნდობით გაწირავ,იქნებ მაშინ მაინც მიხვდე უფლის რისხვას მოიმკი და.მაშინ ალბათ აღარავის გასწირავ!
***
რამდენი რამის თქმა მინდოდა...მაგრამ დუმილი ვარჩიე,დიდხანს ვეძებდი გულსწორსშენ შეგამჩნიეშენი ტკივილი მტკიოდა..გული დარდისგან ტიროდავერ შეამჩნიე!
რამდენი კიდევ მაქვს სათქმელიისევ ჯიუტად ვდუმვარ,ვერ გეტყვი ძალიან მრცხვენიაიქნებ გავბედო ჩუმად,იცი, ძალიან მიყვარხარშენ არ გიყვარვარ... სულ არ?!
რამდენი რამის თქმა მინდა,რამდენი რამ მინდა შენთვის,მაგრამ ვიცი რომ სხვა გიყვარს,და მეც შორიდან გეტრფი!
რამდენი რამის თქმა მინდოდა,თუმცა დუმილი ვარჩიე,წამიც არ ვნანობ არჩევანს...შენ შეგარჩიე,მუდამ ნაღვლიანს ...ღიმილი დამჩემდა,შენც შეამჩნიე?!
***
ჩემო სულის მალამო,ჩემო გულის საუნჯევ,სათქმელი თუ არა გაქვს,გიჯობს მაშინ დამუნჯდე!
ჩემი სულის იარის,სულსაცხებო მალამო,მტკივან გულის სალბუნო,უებარო წამალო!
ქვეყნად არაფერია,ჩემთვის შენი სადარი,შენნაირი ამქვეყნად,არ მეგულვის არავინ!
ჩემი ფიქრი შენია,შენით გამითევია,რაც ლექსები მიწერია,შენთვის დამიწერია,ეს ლამაზი წრფელი გრძნობა,რითმად აღმიწერია!
ჩემი სულის მალამო,ჩემი გულის სალბუნო,იმედების სამყაროვ,და ცხოვრების სათფურო,მოდი გულზე მიმეკარ...გაგესაუბრო!
***
სიკეთე გაეცი ადამიანო...ცუდის გაკეთება ყველას შეუძლია,ხელი გაუწოდე, ლუკმა გაუყავი,მე მჯერა შენ ეს შეგიძლია!
ნუ გინდა დიდება...ნურც ოქროს იხვეჭი,ბოლოს არაფერი დაგრჩება,სიკეთე აკეთე სიკეთე მარადის,ამ ქვეყნად სახელად დარჩება!
ვის რა წაუღია...თუნდ ოქრო და ვერცხლი,ვის რა ჩაატანეს თანა,სიავის ჩადენას, სიკეთე დასთესე,ესე არ სჯობია განა?!
ცუდის ქმნას წამები...წუთები სჭირდება,მაგრამ რას მოიგებ ამით,სიკეთე აკეთე!სიკეთე აკეთე!სიცოცხლე წუთია, წამი!
ღვთის გლახა შემოგხვდა...ხელებ გამოწვდილი?მიეცი ულუფა მცირე,მწყურვალი შემოგხვდა?წყალი მიაწოდე,სხვა მიაწოდებდეს ვიდრე!
წაქცეული ნახო...ხელი გაუწოდე,ფეხზე ააყენე უმალ!მტირალი ნახო?ცრემლი შეუმშრალე!ცრემლი შეუმშრალე ჩუმად!იმედ დაკარგულსიმედი დაუბრუნე,რწმენა შერყეულს...რწმენა მოუბრუნე!
ობოლი ნახო?გულში ჩაიკარი,ობლის კვერი ...კეცზე დაუკარი!
სიკეთე გაეცი ადამიანოსიკეთე კეთილად დაგხვდება!იცოდე სიკეთე უფლის გამოცდააუფლის გარეშე არ ხდება!
***
შენ ჩემო თავო საბრალო...ეს რა უტვინო გამოდექ,ვისთვის იკლავდი თავსა -დალამისა დასთმე სამოთხე!
არავინ არ ღირს ტირილად...არც შენი დროის კარგვა-დაარც შენი სულის კივილად...და მითუმეტეს ტანჯვა-და!
ყველას მოუკვდეს პატრონი,ვინც შენი ღირსი არ არის,ისწავლე თავის ზრუნვა -და...ნება არ მისცე არავის!
რომ შენს მეობას შეეხოს...დაგცინოს დაგამციროსა,მერე კი ისე მოგექცესროგორც საწმენდსა ტილოსა!
ამის უფლებას ნუ მისცემ!თავი ასწიე ამაყად!და მის გარეშე ცხოვრება...კვლავ გააგრძელე ლამაზად!