ჩემი ადგილი ჩემი ისტორია

6
ხევსურეთი, აბუდელაურის ტბები, 2022 წელი
"ეს ადგილი გახდა ჩემი ახალი ცხოვრების პირველი ნაბიჯები"
შესავლით დავიწყებ, რომ მიხვდეთ რატომ არის ჩემთვის ეს ადგილი განსაკუთრებული.
ყოველთვის მინდოდა სადღაც წასვლა, ვინმესთან ერთად მაგრამ ძირითად შემთხვევაში არავის უნდოდა, ჩემი ინტერესების მქონე ადამიანი არ მყავდა. გავაცნობიერე თუ მარტო არ წავიდოდი სამოგზაუროდ შეიძლება არც არასდროს წავსულიყავი და ასეც იქნებოდა მე ეს ნაბიჯი რო არ გადამედგა.
საღამო იყო და მაშინვე დავიწყე ტურების მოძიება, ავარჩიე აბუდელაურის ტური და მომდევნო დღეს წავედი ტურზე. ეს იყო ჩემი პირველი მოგზაურობა სადაც წავედი მარტო და დღემდე საუკეთესოდ ვთვლი.
აბუდელაური არის საოცარი ადგილი განსაკუთრებით იმ დღეს როცა ვიყავი იყო ჯადოსნური გარემო — ღრუბლები, რომელიც ქმნიდა მისტიურ გარემოს და საოცრად უხდებოდა ამ ადგილს.
ეს ადგილი გახდა ჩემი ახალი ცხოვრების პირველი ნაბიჯები, ზუსტად ამ ტურის შემდეგ დავიწყე უფრო აქტიურად ტურებზე მარტო სიარული. ტურები არ ვიკმარე და სვანეთში, წყალტუბოში და სხვადასხვა ადგილებში სრულიად მარტო მივდიოდი. წელს კი პირველად მარტო სამოგზაუროდაც წავედი საზღვარგარეთ.
ყველას გირჩევთ ამ ადგილის მონახულებას.
ახლა ხვდებით ხო რატომ არის ეს ადგილი ჩემთვის განსაკუთრებული?
და თუ წაიკითხეთ ეს პოსტი ბოლომდე მინდა თქვენთვის ეს ერთგვარ მოტივაციად იქცეს და დაფიქრდეთ ღირს თუ არა სხვისი ლოდინი იმისთვის რომ სადღაც წახვიდეთ და გააკეთოთ ის რაც გინდათ. იქნებ იგივეს გაკეთება თქვენც შეგიძლიათ?
6