ჩვენ შეგვიძლია მარსის ტერაფორმირება უდაბნოს ხავსით, მაგრამ უნდა გავაკეთოთ ეს?

3
ჩინელი მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული ბოლო კვლევის თანახმად, უდაბნოს ხავსი შეიძლება იყოს მარსის ტერაფორმირების გასაღები 🤔
✦ Syntrichia caninervis-ი გახლავთ ხავსის სახეობა, რომელსაც გააჩნია არაჩვეულებრივი ელასტიურობა და მდგრადობა მშრალი კლიმატის მიმართ.
ამ სახეობის ხავსი ძირითადად გვხვდება უდაბნოს ექსტრემალურ გარემოში, ტიბეტიდან ანტარქტიკამდე და მას უკვე უწოდეს "პიონერი მცენარე" მარსზე სასიცოცხლო გარემოს შექმნის შესაძლებლობის გამო.
მეცნიერები თვლიან, რომ ამ მცენარეს შეუძლია პლანეტის კლდოვანი ზედაპირის გამდიდრება სხვა მცენარეების ზდრისთვის.
რამდენიმე კვლევამ ალტერნატიული შესაძლებლობებიც გამოიკვლია, როგორებიც არიან წყალმცენარეები და ლიქენები.
» „თუმცა, ისეთი მცენარეები, როგორებიც არიან ხავსები, გვთავაზობენ ტერაფორმირების ძირითად უპირატესობებს, მათ შორის სტრესის მიმართ მდგრადობას, ფოტოაუტოტროფიული ზრდის მაღალ შესაძლებლობებსა და რთულ გარემოში ბიომასის მნიშვნელოვანი რაოდენობით წარმოქმნის პოტენციალს“, - წერს ახალი კვლევის გუნდი ნაშრომში.
ითვლება, რომ სწორედ ხავსები იყვნენ მიწის პირველი მცენარეები დედამიწაზე.
ამრიგად, ისინი გახდნენ მდგრადები ექსტრემალური სტრესის მიმართ, რამაც მათ საშუალება მისცა გადარჩენილიყვნენ ჩვენი პლანეტის ძალიან მძიმე პირობებში.
მაგრამ, რამდენად ექსტრემალური იყო ის გარემო, რომელზეც ვსაუბრობთ?
✦ მეცნიერებმა მთელი Syntrichia caninervis-ის მცენარეები მოაქციეს მარსის მკაცრი გარემოს მსგავს პირობებში, მათ შორის გამა სხივების ქვეშ, ჟანგბადის მცირე რაოდენობაში, უკიდურეს სიცივესა და სიმშრალეში.
ისინი გადაურჩნენ ამ პირობებს წყლის 98%-ზე მეტის დაკარგვით, მაგრამ სწრაფად დაიბრუნეს პირვანდელი მდგომარეობა.
ამ ფენომენს ეწოდება ,,გამოშრობა სიკვდილის გარეშე".
აღსანიშნავია, რომ მცენარეებმა ასევე აღიდგინეს და განივითარეს ახალი შტოები (ტოტები) მას შემდეგ, რაც ისინი 5 წლის განმავლობაში ინახებოდნენ -80 გრადუს ცელსიუსში, ან ერთი თვით თხევად აზოტში, რომლის ტემპერატურაც -195.8°C იყო.
სტრესის პირობებში, Syntrichia caninervis-ი შედის "შერჩევითი მეტაბოლური მიძინების" მდგომარეობაში და ინარჩუნებს ძირითად მეტაბოლიტებს - მეტაბოლიზმის შედეგად წარმოქმნილ ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროა მისი სწრაფი აღდგენისთვის.
სტრესი ააქტიურებს Syntrichia caninervis-ის გენებს, რომლებიც წარმოქმნიან ცილებს სინათლისმიერი დაზიანებისგან დასაცავად და ფერმენტებს ჟანგბადის მავნე აქტიური ფორმების გასანეიტრალებლად.
ასეთი თვისებები მცენარეს საშუალებას აძლევს სწრაფად აღიდგინოს უჯრედები და განაახლოს ნორმალური აქტივობა, როდესაც ხელსაყრელი პირობები დაუბრუნდება.
✦ ტერაფორმირების ეს კონცეფცია ახალი არ არის, თუმცა მედიის ყურადღება ახლახან მიიპყრო და არსებობს სერიოზული შეშფოთება არამიწიერი მასშტაბის სოციალური შედეგების შესახებ.
მაგალითად, ასტროფიზიკოსი და NASA-ს მკვლევარი ერიკა ნესვოლდი თავის ნაშრომში სათაურით „პლანეტარული ინჟინერიის რთული ეთიკა“ საკმაოდ მკაფიოდ უსვამს ხაზს დილემას: „ტერაფორმირების მიზანი არის შეგნებულად შექმნას მთელი ეკოსისტემა გლობალურ მასშტაბზე, რომელიც, სავარაუდოდ, გაანადგურებს ნებისმიერ არსებულს.”- წერს იგი.
„შესაძლოა, ტერაფორმირების ტექნოლოგია მანამდე მივიღოთ, სანამ საბოლოოდ დავასკვნით არსებობს თუ არა არამიწიერი სიცოცხლე პლანეტაზე ან ბუნებრივ თანამგზავრზე, რომლის გარდაქმნის იმედიც გვაქვს".
,,დავუშვათ, რომ ვიპოვეთ მიკრობული სიცოცხლის მტკიცებულებები მარსის მსგავს პლანეტაზე,” - განაგრძო მან.
„ამ შემთხვევაშ, უნდა დისკვალიფიცირდეს მარსი, როგორც ტერაფორმირების სამიზნე? საერთოდ უნდა მოვერიდოთ მარსის ადამიანებით დასახლებას?”
მომზადებულია Space.com-ის მიხედვით.
კვლევა 1-ელ ივლისს, ჟურნალ The Innovation-ში გამოქვეყნდა.
3