ჩვენი ხმა!!!

6
ვწუხვარ რომ ვერ ვესწრები შეკრებას რომელიც წალენჯიხაში იმართება დღეს ჭადრაკის სასახლესთან…
მგონი მაქვს უფლება ბოდიშის მოხდით, ვთქვა: ამ ქვეყანაში ჩვენი შვილების მომავალი დაუცველია, შვილებს ქუჩაში გვიხვრეტენ!
სამართალს გვართმევენ!
ქვეყანას კურსს უცვლიან!
არჩევნებს გვიყალბებენ…
სია უსასრულოა…
ღმერთმა დამიფაროს ვინმეს ძალადობისკენ, სისასტიკისკენ მოვუწოდო მაგრამ ჩვენ თვითეულ მოქალაქეს გვაქვს უფლება ჩვენი პროტესტი გამოვხატოთ!!!
მოვლენები რომელიც დღეს ქვეყნის ყველა ქალაქში ვითარდება , ეს სულის ამოძახილია, დაგროვილი უსამართლობა ნიაღვრად იქცა და თერგის ძალას იძენს , გონივრული გამოსავალი თუ არ იქნა მოფიქრებული კარგს არაფერს გვიქადის!!!
საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა
ზვიად გამსახურდიამ ჩვენს მუნიციპალიტეტზე თქვა:” წალენჯიხა სიმბოლოა საქართველოსი”-ო!
უფალმა ინებოს რომ თვითეული წალენჯიხელიც სამაგალითო შვილი ყოფილიყოს ამ ქვეყნისა…
ერთად დგომით, ერთობით, უფლის სიყვარულით გავაგონოთ ჩვენი ხმა! გამარჯვებული წალენჯიხის ხმა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ქვეყანას 🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪სადაც ადამიანი არის პრიორიტეტი და არა მხოლოდ ადამიანთა ერთი ჯგუფი!!!
უფალი იყოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი წალენჯიხის, ჩვენი ოჯახების მფარველი!!!
ხუთი წალენჯიხელის დედა, წალენჯიხაზე გულანთებულად შეყვარებული ნიკო
კვარაცხელიას დედა — იზა ომაძე…
ჩემი ოჯახი ცით, მიწით , გულით და სულით თქვენთანაა!!!!
6