ასტრონომებმა შენიშნეს, რომ 400 გალაქტიკა, მათ შორის ჩვენი, ერთი და იგივე მიმართულებით მიიწევს 🌌🤔
• 1929 წელს, ასტრონომმა ედვინ ჰაბლმა ინოვაციური აღმოჩენა გააკეთა.
მან აღმოაჩინა, რომ გალაქტიკები თითქოს გვშორდებიან და ეს მოძრაობა დაკავშირებულია მათ წითელ წანაცვლებასთან.
რაც უფრო შორს არის გალაქტიკა, მით უფრო სწრაფად შორდება დედამიწას.
ამ შეხედულებამ საშუალება მოგვცა გაგვეზომა მანძილი შორეულ გალაქტიკებამდე და მხარი დაუჭირა გაფართოებადი სამყაროს იდეას.
გარდა იმისა, რომ ეს ცოდნა დაგვეხმარა გაგვეგო სამყაროს ფორმისა და მისი გაფართოების შესახებ, ასევე მიგვიყვანა შემაშფოთებელ აღმოჩენამდე:
დაკვირვებადი სამყაროს რუკების შედგენისას, ასტრონომებმა 400 ელიფსური გალაქტიკა შენიშნეს, რომლებიც მიიწევდნენ რაღაცისკენ, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ.
ამ, უჩინარ ტერიტორიას "გვერდის ავლის ზონა" ეწოდება - ცის რეგიონი, რომელიც დაფარულია ჩვენი გალაქტიკის გალაქტიკური სიბრტყითა და მასში არსებული კოსმოსური მტვრით.
დიდი რაოდენობით გალაქტიკების გადაადგილებას სჭირდება უზარმაზარი მასა.
ჩვენ მას ვერ ვხედავთ, მაგრამ მიზიდული ვართ რაღაც გიგანტურის მიერ.
მიუხედავად იმისა, რომ "გვერდის ავლის ზონა" ჩრდილავს ჩვენს თვალსაწიერს, მაინც შევძელით და გავიგეთ, რომ გალაქტიკები იკრიბებიან სუპერგროვებად.
სწორედ ამ კოსმოსურ უბნებში ბინადრობენ გალაქტიკების 90 პროცენტი.
გალაქტიკების დათვალიერებით, 2014 წელს ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ირმის ნახტომი, რომელიც ქალწულის სუპერგროვის ნაწილია, სავარაუდოდ კიდევ უფრო დიდ სტრუქტურაშია მოქცეული, რომელიც შეიცავს დაახლოებით 100 000 გალაქტიკას.
"გიგანტური მიმზიდველი" ჰგავს კოსმოსური თავშეყრის ადგილს.
ჩვენი ადგილობრივი გალაქტიკები სწორედ მისკენ მიიზიდებიან.
მაგრამ, სამყარო ფართოვდება და ის საბოლოოდ ჩამოგვაშორებს ამ გალაქტიკურ წვეულებას.
იგივე ბედი ელის სხვა სუპერგროვებსაც.
Image: ESA/Hubble & NASA