ეს შეიძლება იყოს მარსზე წყლისა და სიცოცხლის არსებობის დამატებითი მტკიცებულება 🙌🏼
• ჩინეთის როვერმა, წითელი პლანეტის ზედაპირის ქვეშ, მრავალკუთხა სტრუქტურები აღმოაჩინა.
როგორც ჩანს, ისინიც დაკავშირებულია მარსის დიდი ხნის წინ დაკარგულ წყალთან.
Futurism-ის ცნობით, ჟურნალ
Nature Astronomy-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის (CAS) მკვლევართა ჯგუფი ამბობს, რომ Zhurong როვერის
გეორადარის მონაცემების გამოყენებით, აღმოაჩინეს იდუმალებით მოცული მრავალკუთხა სტრუქტურები, რომლებიც დაახლოებით 10 მეტრის სიღრმეზეა ჩაფლული.
მკვლევრების თქმით, ისინი სავარაუდოდ ყინულისგანაა ფორმირებული.
ამ მაღალტექნოლოგიური გეორადარის გამოყენებით, როვერმა Utopia Planitia (დიდი დაბლობი პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში) მოიარა, რათა დაენახა თუ რა მდგომარეობა იყო ზედაპირის ქვეშ.
როვერის მიერ მოპოვებული მონაცემების თანახმად, CAS-ის გუნდმა დაასკვნა, რომ სულ 16 ასეთი სტრუქტურა დაახლოებით 1.94249108 კმ² ფართობზეა მოფენილი, რითიც
„ივარაუდება, რომ Utopia Plainitia-ს ქვეშ საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული ასეთი სტრუქტურები“, -
განმარტავს Nature Astronomy.ცნობისთვის, ადრე "
ნასამაც" ნახა მსგავსი სტრუქტურები, თუმცა ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გეორადარი იქნა გამოყენებული.
მიუხედავად იმისა, რომ მკვლევართა გუნდს ჯერ არ შეუძლია დანამდვილებით თქვას, როგორ წარმოიქმნენ ეს სტრუქტურები, ისინი აცხადებენ, რომ „შეიძლება წარმოქმნილიყვნენ გაყინვა-დნობის ციკლების წყალობით“, - ანუ, დედამიწის ზამთარ-გაზაფხულზე მიმდინარე პროცესების მსგავსით.
კიდევ უფრო დამაინტრიგებელი ისაა, რომ ნაშრომში საუბარია 3, 7-დან 2, 9 მილიარდი წლის წინანდელ, გვიანი ჰესპერიისა და ადრეული ამაზონის ხანაზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ადრე ამ ტერიტორიაზე ან მის გარშემო წყლის ობიექტები იყო.
ჩინური მარსმავალის კიდევ ერთი ბოლო აღმოჩენის თანახმად, სავარაუდოდ, წითელ პლანეტაზე ასევე ადგილი ჰქონდა დიდ წყალდიდობასაც, რამაც წარმოქმნა ფენები Utopia Planitia-ს ზედაპირის ქვეშ, სადაც ახლა მრავაკლუთხა სტრუქტურები არიან განლაგებული.
ეს კი შეიძლება იყოს კიდევ უფრო დიდი მტკიცებულება იმისა, რომ წითელ პლანეტაზე ოდესღაც უხვად იყო, როგორც წყალი, ასევე სიცოცხლე.