"ცისფერი ყანწები" I გამოფენა ლიტერატურის მუზეუმში

7
გამოფენა "ცისფერი ყანწები" ავანგარდულ-მოდერნისტული ლიტერატურული გაერთიანების შვიდი წევრის საიუბილეო თარიღს ეძღვნება: პაოლო იაშვილი - 130, ვალერიან გაფრინდაშვილი - 135, კოლაუ ნადირაძე - 130, გიორგი ლეონიძე - 125, შალვა აფხაიძე - 130, სანდრო ცირეკიძე - 130, შალვა კარმელი - 125. 
გამოიფინება 13 ცისფერყანწელი მწერლის ბიოგრაფიისა და შემოქმედების ამსახველი 300-ზე მეტი ნიმუში: ფოტოები, პირადი და ოფიციალური მიმოწერა, მემორიალური ნივთები, უნიკალური გამოცემები; ასევე, ფართო საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მხატვრების მიერ შესრულებული გრაფიკული, ფერწერული პორტრეტები, კარიკატურები. საგამოფენოდ შერჩეული ნამუშევრები ეკუთვნით ლადო გუდიაშვილს, კირილ ზდანევიჩს, ირაკლი გამრეკელს, ვასილი კროტკოვს, თეიმურაზ ყუბანეიშვილს, ოსკარ შმერლინგს, მიხეილ ჭიაურელს, დავით ნაცვლიშვილს (დონი).
"ცისფერი ყანწები" ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა და 29 ივნისის ჩათვლით გასტანს.
7