წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებსა და სკოლებში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა

5
  • ფოტო-წალენჯიხის მერია
23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა. იუნესკომ ეს თარიღი მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალებისა და უილიამ შექსპირის დაბადების დღეს აირჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.
ამ დღის აღნიშვნას წალენჯიხის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა და ბიბლიოთეკებსა და საჯარო სკოლებში ღონისძიებები იმართება.
ა(ა)იპ წალენჯიხის კულტურის ცენტრის, წალენჯიხის მთავარ და საბავშვო ბიბლიოთეკებში დღეს წიგნების გამოფენა და მხატვრული კითხვა გაიმართა, სადაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია იმყოფებოდა.
ღონისძიებაში მონაწილეობას ბიბლიოთეკის თანამშრომლები საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები იღებდნენ.
ინფორმაციას წალენჯიხის კულტურის ცენტრი ავრცელებს
  • (R)
5