წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
გიორგი ხარჩილავა ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე ინფორმაციები მოისმინა.
მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტებად საგზაო ინფრასტრუქტურისა და სასმელი წყლის სისტემების მოწესრიგება ერთერთ პრიორიტეტად დაასახელა.
გარდა აღნიშნულისა, ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა სოციალური პროექტების განხორციელებაზე.
ღია შეხვედრები მიზნად ისახავს მოსახლეობის საჭიროებების გაცნობას, რომელიც შესაბამისად მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას აისახება.
ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს