წალენჯიხის საპატიო მოქალაქის წოდება 6 ადამიანს მიენიჭა

2
წალენჯიხის საპატიო მოქალაქის წოდება 6 ადამიანს მიენიჭა
წალენჯიხის საპატიო მოქალაქეები გახდნენ :
1. ეკატერინე გოზალიშვილი - ექიმ-პედიატრი, რომელიც კოვიდ. პანდემიის დროს თბილისიდან საცხოვრებლად წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ჩამოვიდა და წალენჯიხელთა ჯანმრთელობის სადარაჯოზე იდგა;
2. არდევან წულაია - პედაგოგი, წლების მანძილზე სკოლის დირექტორი;
3. ლაურა (ლეილა) სიჭინავა - საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ლიტერატურული ფესტივალი „ქუჯი“-ს გამარჯვებული, რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორი;
4. ლია ჩაჩიბაია - ევროპის პარაჩემპიონი პარატაეკვონდოში, საქართველოს პარაოლიმპიური ნაკრების წევრი-წალენჯიხელი ;
5. ბუბა კუდავა - გამომცემელი, „წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი“ და "ტერენტის რვეულის" გამომცემელი , საგამომცემლო სახლის ხელმძღვანელი;
6. კონსტანტინე თოფურია - საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, რომელმაც წალენჯიხელ 18 სტატუს შეჩერებულ სტუდენტს სტატუსი აღუდგინა. ასევე ის გახლავთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში „ ბავშვთა აბილიტაციისა და რეაბილიტაციის ცენტრის“ პარტნიორი, მემორანდუმის ხელმომწერი წალენჯიხის ფუტსალის ნაკრებისა და საქართველოს უნივერსიტეტის ფეხბურთის გუნდის გაერთიანების ხელშემწყობი.
ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც წალენჯიხის მერია ავრცელებს
2