წიგნებში მოხეტიალე

10
თითოეულ წიგნს თავისი სამყარო აქვს მოწყობილი, სადაც მკითხველი ნელ-ნელა იძირება, ინტერესდება, შემდეგ ინტერესის თვალსაწიერი ღრმავდება, ისევ იძირება განუზომელ, უსასრულო სივრცეში და ოკეანის სიღრმეში აღმოჩნდება, რომელიღაც ხავსს მოეჭიდება, როგორც ბოლო იმედად დარჩენილ მკრთალად მოკაშკაშე, მზისფერ სხივს ისიც მიდის, უკანმოუხედავად იკარგება და თითქმის აღარსად აღარ ჩანს... მთავარი პერსონაჟი მკითხველის თვალში გმირი ხდება, ისტორიის განუყოფელი ნაწილი და ამავე ამბის მთავარი ფიგურა, რომელიც ცხოვრებისეულ თავგადასავალში აღმოჩნდება მსგავსად ჩვენი, რეალური ადამიანებისა მძიმე, სირთულეებით სავსე თუ, პირიქით, ბედნიერი, სასიამოვნო და შთამბეჭდავ ყოველდღიურობაში, რომელსაც რუტინას ვუწოდებთ.ხშირად ადამიანები წიგნის იდუმალ ფურცლებზე ჩვენთვის სასარგებლო, ნაცნობ ხანაც უცნობ ან პირიქით, უსარგებლო ინფორმაციას, დეტალს, ფაქტს ამოვიკითხავთ ან სულაც ასეთივე პერსონაჟს შევხვდებით, რომელსაც შეგვიძლია საკუთარი თავი შევადაროთ, დავუკავშიროთ ჩვენივე ხასიათი, ბუნება, ჩვევები და ჩვენი პიროვნება მისი ნაწილი გავხადოთ ან კიდევ, პირიქით, პერსონაჟი გახდეს ჩვენი პიროვების ნაწილი და მასში აღმოვაჩინოთ ნაცნობი შინაგანი , , მე"…
კითხვისას დავფიქრდებით, გაგვეღიმება, გავბრაზდებით, მოვიწყენთ, გავბედნიერდებით...ზოგიერთი პერსონაჟი ისე ძლიერ მოგვეწონება, რომ რეალობაში გადმოგვაქვს მათი სახე, ზოგიც, პირიქით, იმდენად უარყოფით გავლენას დატოვებს ჩვენში, რომ სურვილი გვეკარგება ისტორია გავაგრძელოთ კონკრეტულ პერსნაჟთან ერთად...რომ დავფიქრდეთ ადამიანების ცხოვრებაც სწორედ ასეთია ირგვლივ კეთილი, კარგის მსურველი თუ ტოქსიკური ადამიანებით.
აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მკითხველები განსაკუთრებით ბევრს ვმოგზაურობთ სხვადასხვა ლამაზ, მრავალფეროვან, საინტერესო, შთამბეჭდავ ადგილებში...ყველგან, სადაც კი შესაძლებელია ადამიანმა რაღაც სასიამოვნო სანახაობა იხილოს, განიცადოს მათ შორის იქ, სადაც ადამიანის აზრით, მიუღწეველია ბინის დადება, თუმცა წიგნების სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია ჯადოსნურ და ყოვლისშემძლე პერსონაჟებთან ერთად.სწორედ მათი მაგალითით ვხვდებით იმას, რომ ჩვენც შეგვიძლია, უბრალოდ უნდა ვცადოთ და ყველაფერი გამოვა დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს...
10