"წითელი სპრაიტების" ეს შთამბეჭდავი ფოტო 2024 წლის ამინდის ფოტოგრაფიის გამარჯვებულია ⚡
სპრაიტები ან წითელი სპრაიტები გახლავთ ფართომასშტაბიანი ელექტრული ნათება, რომელიც დედამიწის მეზოსფეროში აღინიშნება.
გამომდინარე იქიდან, რომ ფენომენი ჭექა-ქუხილის ან საავდრო ღრუბლებზე მაღლა ხდება, ღამის ცაზე სხვადასხვა ვიზუალური ფორმები იქმნება.
როდესაც დადებითად დამუხტული მეხი ეცემა, ქმნის ინტენსიურ ელექტრულ ველს ჩვენი პლანეტის ზედა ატმოსფეროში.
ეს ელექტრული ველი საკმარისად ძლიერია მეზოსფეროში ჰაერის თხელი ფენების იონიზირებისთვის და შედეგად წარმოიქმნება სპრაიტები.
ფენომენი, რომელიც 1 წამზე ნაკლები დროის განმავლობაში ხდება, პირველად 1989 წელს გადაიღეს და ამ ფეონმენზე ძალიან ბევრი რამაა უცნობი.