წითელი სპრაიტები - ჩვენი პლანეტის კიდევ ერთი ფენომენი

5
ძალიან იშვიათი წითელი სპრაიტები ⚡
✦ სპრაიტები ან წითელი სპრაიტები გახლავთ ფართომასშტაბიანი ელექტრული ნათება, რომელიც დედამიწის მეზოსფეროში აღინიშნება.
გამომდინარე იქიდან, რომ ფენომენი ჭექა-ქუხილის ან საავდრო ღრუბლებზე მაღლა ხდება, ღამის ცაზე სხვადასხვა ვიზუალური ფორმები იქმნება.
როდესაც დადებითად დამუხტული მეხი ეცემა, ქმნის ინტენსიურ ელექტრულ ველს ჩვენი პლანეტის ზედა ატმოსფეროში.
ეს ელექტრული ველი საკმარისად ძლიერია მეზოსფეროში ჰაერის თხელი ფენების იონიზირებისთვის და შედეგად წარმოიქმნება სპრაიტები.
ფენომენი, რომელიც 1 წამზე ნაკლები დროის განმავლობაში ხდება, პირველად 1989 წელს გადაიღეს და მასზე ძალიან ბევრი რამაა უცნობი.
5