კალიფორნიაში უპრეცედენტო მასშტაბის ხანძარს უკვე მეხუთე დღეა რაც ებრძვიან.
ხანძრების შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 10 ადამიანი. სტიქიური უბედურების ზონიდან ევაკუირებულია ათეულობით ათასი ადგილობრივი მცხოვრები.
ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, 9 იანვრის დღის ბოლოსთვის მეხანძრეები ცეცხლის გავრცელებას ებრძოდნენ ხუთ რაიონში. ხანძარმა უკვე გაანადგურა 10 000-ზე მეტი სახლი და სხვა შენობა.
ყველაზე მეტად დაზარალდა პასიფიკ-პალისეიდსის რაიონი - ჰოლივუდის გავლენიანი ვარსკვლავების ერთ-ერთი სამეზობლო. გავრცელებული ინფორმაციით დაზარალებულებს შორის, რომლებმაც სახლები დაკარგეს, არიან ისეთი ცნობადი სახეები, როგორიც არის პარიზ ჰილტონი, მაილი საირუსი, ჯერარდ ბატლერი, მენდი მური, ანა ფარისი, მელ გიბსონი, ევგენი ლევი, მაილს თელერი, ლეიტონ მესტერი და ადამ ბროდი, ენტონი ჰოპკინსი, ბელა ჰადიდი და ა.შ.
2025 წლის იანვრის ხანძარი ლოს-ანჯელესის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი აღმოჩნდა.
კალიფორნიის შტატის ტერიტორიაზე ხანძრები ხშირია, 2024 წელს ხანძარი შტატის 8000-ზე მეტ სხვადასხვა წერტილში, რამაც საბოლოოდ 425000 ჰექტარზე მეტი გაანადგურა.