ჯვარედინი დაკითხვები დებატებში

10
როგორც წინა სტატიებში აღვნიშნეთ, ფორმალური ტიპის დებატებში ოპონენტები არ შედიან ერთმანეთთან ინდივიდუალურ დაპირისპირებაში. მათ, კარლ-პოპერის ღირებულებით ფორმატში, არ აქვთ უფლება მოწინააღმდეგე გუნდის წარმომადგენელებს თავიანთი გამოსვლების დროს დაუსვან კითხვები, შეაწყვეტინონ საუბარი, გაუკეთონ კომენატრი და ა.შ. სწორედ აქედან გამომდინარე ჩნდება ლოგიკური შეკითხვა, მაშინ როდის უნდა მოვახერხოთ ოპონენტისთვის კითხვების დასმა, დაპირისპირებისა და უპირატესობის მოსაპოვებლად მათთან ღია ინტერაქცია და ა.შ. ამისთვის დებატებში არსებობს ჯვარედინი დაკითხვები, რომლებიც წარიმართება ოპონენტი გუნდის წევრებს შორის, გამოსვლების დასრულებისას. თავდაპირველად წარმოგიდგენთ ილუსტრაციას, რათა ნათელი გახდეს რომელ სპიკერბს შორის და რა თანმიმდვერობით მიმდინარეობს ჯვარედინი დაკითხვები, შემდეგ კი გაგაცნობთ შეკითხვების ტიპებსა და იმ ზოგად წესებს, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ ამ ნაწილის წარმატებით განხორციელებისთვის.
ჯვარედინ დაკითხვებს ხსნის, უარმყოფელი გუნდის მე-3 სპიკერი. როგორც კი, მტკიცებითი გუნდის 1-ლი მომხსენებელი დაასრულებს თავის გამოსვლას, მას დაკითხვას უარმყოფელი გუნდის მე-3 წარმომადგენელი. ამის შემდეგ გამოდის პირველი უარმყოფელი, რომელსაც, ასევე წარდგენის დასრულების შემდეგ, დაკითხავს მტკიცებითი გუნდის მე-3 სპიკერი. თამაში გრძელდება მტკიცებითი გუნდის მე-2 სპიკერის გამოსვლით, რომელსაც შემდეგ დაკითხავს უარმყოფელი გუნდის 1-ლი სპიკერი. დებატებს აგრძელებს მე-2 უარმყოფელი თავისი გამოსვლით და მას უკვე დაკითხავს 1-ლი მტკიცებითი. ჯვარედინი დაკითხვები ამით სრულდება. თითოეული დაკითხვის მიმდინარეობის მაქსიმალური დრო არის 3 წუთი. ამ ნაწილის შესაჯამებლად, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ პირველი სპიკერები მონაწილეობას იღებენ დაკითხვის პროცესში და ასევე პასუხების გაცემაშიც, მეორები მხოლოდ პასუხობენ, მესამეები კი მხოლოდ კითხავენ.
ახლა, კი ვისაუბროთ შეკითხვების ტიპებზე. გამომდინარე იქიდან, რომ მსაჯთა ნაწილი აფასებს ჯვარედინ დაკითხვასაც, საჭიროა ამ ნაწილშიც კარგად მოვემზადოთ. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ კითხვა - კითხვისთვის არ უნდა დასვათ, თითოეულ თქვენ მიერ გაჟღერებულ შეკითხვას ოპონენტი გუნდის წევრების მიმართ უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიზანი და დანიშნულება. სწორედ იმისთვის, რომ ამ მიმართულებების პოვნა გაგვიმარტივდეს გთავაზობთ შეკითხვების ტიპებს:

♦ ღია შეკითხვები - ასეთ შემთხვევაში, ოპონონენტს საშუალება აქვს თქვენ მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხოს ვრცლად. ხშირ შემთხვევაში მოდებატეები ღია შეკითხვებს იყენებენ დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად, რაიმეს დასაზუსტებლად ან ქეისში გაუსამჯობესებელი მხარეების აღმოსაჩენად.
♦ დახურული შეკითხვები - ასეთი ტიპის შეკითხვები საჭიროებენ მხოლოდ ერთ პასუხს - კი/არა. თუმცა, არსებობს შემთხვევბი, როდესაც მოდებატეები სვამენ ღია შეკითხვას დაუხურლი კითხვის პასუხის მოლოდინით, ეს დაუშვებელია, ამიტომ სწორად შეარჩიეთ კითხვის ტიპი იმ ინფორმაციიდან თუ პასუხიდან გამომდინარე რომლის მიღებაც გსურთ.
♦ დამაზუსტებელი - ასეთი შეკითხვების მიზანია ბუნდოვანების გაფანტვა. მაგალითად, როცა ოპონენტი ძალიან სწრაფად საუბრობს და რაღაც გამოგვრჩა ან ვერ გავიგეთ და ა.შ. იმისთვის, რომ წარმატებით შევძლოთ კონტრ-არგუმენტების შემუშავება,ზოგჯერ საჭირო ხდება დამაზუსტებელი შეკითხვების გამოყენება.
♦ დამაბნეველი - ასეთი კითხვების მიზანია, ოპონენტების სასურველ პასუხამდე მიყვანა ან მათი მხრიდან ისეთი ინფორმაციის გაჟღერების ხელშეწყობა, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება.
სტატიის დასრულს კი წარმოგიდგენთ იმ ზოგად რჩევებს, რომლის გამოყენებაც დაგეხმარებათ ჯვარედინი დაკითხვების ეფექტურად და წარმატებით წარმართვაში:
○ იყავით თავაზიანები თქვენ ოპონენტებათან და გახსოვდეთ, რომ უპირისპირდებით არა პიროვნებებს, არამედ არგუმენტებს.
○ თავი აარიდეთ კამათს, რადგან დაკითხვა უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ კითხვა-პასუხის რეჟიმით.
○ აუცილებელად გამოიყენეთ წარდგენების დროს ჯვარედინი დაკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაციები.



















10