ჰაიდერ კერმანი Tom Ford-ის შემოქმედებით დირექტორად დასახელდა

9
Jean Paul Gaultier-ს ბოლოდროინდელი კუტურ კოლექციების შემოქმედი,  ჰაიდერ აკერმანი Tom Ford-ის ახალი კრეატიული დირექტორი გახდა. 
"უდიდესი პატივია გავაგრძელო ლეგენდარული ტომ ფორდის გზა და და მემკვიდრეობა. ამ ადამიანით დიდი ხანია აღტაცებული და აღფრთოვანებული ვარ" - განაცხადა აკერმანმა. 
თავად ტომ ფორდმა ეს პოსტი 2023 წელს დატოვა, როცა ბრენდი ELC (The Estée Lauder Companies)-ის მიჰყიდა 2.8 მილიარდ დოლარად, თავად კი Estée Lauder-ის კრეატიული დირექტორის ადგილი დაიკავა. 
ჰაიდერ აკერმანი გაიძღვება ქალისა და მამაკაცის სამოსის, აქსესუარების და სათვალეების კოლექციების შექმნას და იზრუნებს თავად ბრენდის შემოქმედებით იმიჯზეც. 
დიზაინერის პირველი საკოლექციო ჩვენება, Tom Ford-ის კრეატიული დირექტორის რანგში 2025 წლის მარტში, პარიზის მოდის კვირეულზე შედგება. 
"მე დიდი ხანია ჰაიდერის შემოქმედების დიდი გულშემატკივარი ვარ. მისი დიზაინები როგორც ქალის, ისევე მამაკაცის ტანისამოსში ერთნაირად მიმზიდველად მიმაჩნია. შეუდარებელი კოლორისტია, აქვს მკვეთრი სტილის კერვის სტილი და რაც მთავარია - ის თანამედროვეა. ვვარაუდობ, რომ მე ვიქნები პირველი, რომელიც მას ტაშს დაუკრავს, მისი პირველი შოს შემდეგ"- განაცხადა ტომ ფორდმა. 
9