Hashtags
Bulgaria, Bulgaria432 Monthly reads · No posts last week
August 12

Now in Bulgaria

27
უჩა პაპიაშვილი
Sofia · 3 weeks ago
გზაგასაყარზე
იმას, ვისაც ერხელ მაინც ჩაუხედავს საქართველოს ისტორიის წიგნში, კარგად იცის, რომ დღემდე მოსასვლელად ქვეყანას ურთულესი გზის გავლა მოუწია. ორ ზღვას შუა მდებარე არც თუ ისე დიდი ქვეყანა ყოველთვის ხვდებოდა სხვადასხვა დროს სხვადასხვა დამპყრობლის ინტერესის საგანი. ამის მიზეზებზე ბევრი შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ-ერთ მოწინავე ადგილას მისი გეოპოლოტიკური მდებარეობა ნამდვილად იქნება. სწორედაც რომ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობაა განმსაზღვრელი ყველა იმ ნიუანსისა, რომელიც ყველა ერთად და ცალ-ცაკლე ქმნის კულტურას, ტრადიციებს. არც ისაა ჩვენთვის უცხო, რომ ვართ დიდი კულტურის მატარებელი ქვეყანა, რომელიც თავისი განსხვავებულობითა და ხიბლით დღემდე იქცევს ჩვენზე ბევრად წინმდგომი ქვეყნების ყურადრებას. და მაინც რა ქმნის ამ ყველაფერს? რა განაპირობებს იმას, რომ „ზესახელმწიფოებიდან“ ჩამოსული სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავენ. იქნებ მართლაც ვცხოვრობთ ისეთ ადგილას, რომლის თითოეული გოჯიც შეუფასებელია. ადგილას, რომელიც სტუმრებს დავიწყების საშუალებას, ხოლო ჩრდილოელ დამპყრობელს კი მოსვენებას არ აძლევს. მიუხედავად ასეთი გამორჩეული ბუნებისა, ყოველთვის მივისწრაფვით ერთი კონკრეტულისკენ. ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე ქვეყანა საუკუნეების წინ აღებულ დასავლურ ვექტორზე სვლას ნელ-ნელა, მაგრამ მაინც აგრძელებს. წმინდა გეოგრაფიული კუთხით განხილვა იოლი საქმე არაა. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპასა და აზიას შორის საზღვარი პირობითია და თან საუკუნეები უფრო და უფრო აფერმკრთალებს მას. მინიმუმ ხუთი ვერსიის დასახელება მაინც ძალგვიძს, რომელთა შემთხვევაშიც საქართველო ზოგჯერ მიჩვეულია ევროპულ ქვეყნად, ზოგჯერ კი აზიის განუყოფელ ნაწილად გვევლინება. სწორედ ეს ხდება იმის მიზეზი, რომ ევროპისკენ მყარად არჩეულ გზას მაინც ჰყავს მოწინააღმდეგეები. მიუხედავად მათი სიმცირისა, ანგარიშგასაწევია ის, რომ ქვეყანა საკუთარი მომავლის გადაწყვეტაში ერთსულოვანი არაა და გაყოფილი საზოგადოების გაუთავებელი ჭიდილი კი საერო სურვილს, განვითარებას აფერხებს. როგორც თემურ დაიმი იტყოდა: „ნებისმიერი ცოცხალი სტრუქტურის ერთ-ერთი ძირეული მოთხოვნილება თვითიდენტიფიკაციისაკენ სწრაფვაა.“ სწორედაც რომ მივისწრაფვით იქით, საითაც „თანამედროვე სამყაროა“. იმ ქვეყნებისკენ, რომელთაც ის გზა დიდი ხნის წინ მოიტოვეს უკან, სადაც ახლა მივაბიჯებთ აუჩქარებლად. აუჩქარებლად იმიტომ, რომ გაურკევევლი ძალების ამის საშუალებას არ გვაძლევენ. ან იქნებ ეგ ძალების სულაც არაა გაურკევევლი და დასავლეთთან შემნილი უხილავი ფარდა იმ ცნობილი „რკინის ფარდის“ ნარჩენებია, რომელიც ზოგი ქართველის ცნობიერებაში ვერა და ვერ ამოიშალა. და მაინც რამდენი წელია კიდევ საჭირო, რომ 70-წლიანი შავი ლაქა ჩვენი ქვეყნის ბედის განმსაზღვრელი ვეღარ გახდეს?! თაობათა ცვლამ შესაძლოა პრობლემა მარტივად მოაგვაროს, მაგრამ რა დააშავა ახალმა თაობამ, რომელიც უკვე დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა და საბჭოური გავლენებიგან სრულებით თავისუფალია. რატომ უნდა ელოდოს ათწლეულები იმას, რასაც საქართველოს მსგავს სიტუაციაში მყოფმა ქვეყნებმა წლების წინ მიაღწიეს. მაშინ რა არის მიზეზი, რამაც ასე გაართულა ქვეყნის ახალ რელსებზე გადასვლა? იქნებ მიზეზი ისევ და ისევ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელში უნდა ვეძიოთ. რუსეთი ხომ იმ დიდი მანკიერების მთავარი ღერძი იყო, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა. გამოდის, რომ ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ. გამოდის, რომ საუკუნებიის შემდეგაც რუსეთი კვლავ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი იქნება და ყოველთვის შეგვახსენებს ჩვენს წარსულს. მაშინ სადაა გამოსავალი? შეიძლება ვიღაცას ძალზე ბანალურ პასუხად მოეჩვენოს, მაგრამ გამოსავალი სწორედ რომ ახალ თაობაშია. თაობაში, რომელსაც მარტივი წვდომა აქვს წარსულის ფურცლებთან და შეუძლია დასკვნების სწორად გაკეთება. შეუძლია, მარტივად გაარღვიოს საზღვარი და არა მარტო ნახოს ნამდვილ დასავლურ ფასეულობებზე აწყობილი სახელმწიფოები, არამედ მათი თვალით შეხედოს საკუთარ ქვეყანას. თუმცა, როგორც ჩანს, რუსული პროპაგანდისტული მანქანა ჯერ კიდევ კარგად მუშაობს. იმდენად კარგად, რომ ახალ თაობაზეც კი ახდენს გავლენას. რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა კი მარტივი საქმე ნამდვილად არაა. იგი ისეთი ზესახელმწიფოებისთვისაც ანგარიშგასაწევია, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. ლოგიკურია, ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ჩრდილოელისთვის „მარტივ ნადავლად“ აღიქმება. თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი ჩვენი ქვეყნისთვის ოკუპანტის როლს დღემდე კარგად ირგებს. ყოველდღიურად ამცირებს საქართველოს ტერიტორიას და მცოცავი კლანჭებით ცდილობს მითვისოს მიწები, რომელიც მისი არასდროს ყოფილა. ავად თუ კარგად დღემდე მოვაღწიეთ. საჯაროდ გვაქვს დაფიქსირებული, რომ დასავლურ ღირებულებებს ვაღიარებთ და ევროპული იმიჯის მორგებას ვცდილობთ, მაგრამ საქმით ნაკლებად თუ მტკიცდება ეს ყოველივე. სამთავრობო ეშელონებისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის არამდგრადი ნაბიჯების გამო ერთი გადადგმული ნაბიჯის შემდეგ ორით უკან ვიხევთ. ერთმანეთზე გადაბრალების პოლიტიკა, ესეც ალბათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობაა, დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ვერ მოვიშალეთ, რაც იწვევს მუდმივ დაპირისპირებასა და საზოგადოების გაყოფას, რომელის ერთი ნაწილი გულწრფელად მზადაა თხემიდან ტერფამდე გახდეს ევროპელი, მეორე კი წარსულის მოგონებებიდან ვერ გამოსულა და ისევ დიდ ბელადს მისტირს. ამ უკანასკენლთ უნდა მივაწეროთ ისიც, რომ განსხვავებული აზრისა და ადამიანის მიღება დღემდე უდიდესი პრობლემაა საქართველოში. განვითარების რა დონემდეც არ უნდა მივიდეთ, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ სტერეოტიპებითა და ფობიებით სავსე ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება. რომ შევაჯამოთ, საბოლოო პასუხი ევროპა ვართ თუ აზრია ჯერ კიდევ ბუნდოვანია. სანამ საზოგადოება არ მივა იმ აზრამდე, რომ ყველა მათგანის საერთო ინტერესი უკეთესი მომავალია, რთულია რამის დაზუსტებით თქმა. ვფიქრობ, განათლება და კიდევ ერთხელ განათლებაა იმის გარანტი, რომ საბოლოოდ დავისახოთ მიზანი და მივაღწიოთ იმას, რისკენაც აგერ უკვე მესამე ათწლეულია ნელი ნაბიჯებით მივიწევთ. გულის სიღრმეში მჯერა, რომ საუკუნეების წინ ევროპული კულტურისკენ აღებული გეზი სწორი მიმართულებაა და ადრე თუ გვიან ვიქნებით ნამდვილი ევროპული სახელმწიფო, აღმოსავლური კულტურის მნიშველოვანი და ღირებული ელემენტებით, რაც ქმნის თვითმყოფად, ძლიერ და განსხვავებულს ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე. ფოტო N1: ALEXANDER GLONTI PHOTO GALLERY ფოტო N2: Bright Side#feedcgrantFeedc #მეორე_ტური#ევროპა #აზია
უჩა პაპიაშვილი
Sliven · 1 month ago
მოხუცი ჯამბაზები
წლები მიდის, ეპოქები იცვლება. თაობებიც ერთმანეთს ანაცვლებენ, მაგრამ თაობათა შორის ჩაუტეხელი ხიდის როლს დღემდე შეუცდომლად ასრულებს კულტურა. ხელოვნების უკვდავი ნიმუშები უცვლელ ემოციას აღძრავს ერთმანეთისაგან საუკუნეებით დაშორებულ ადამიანებში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხელოვნების ისეთი დარგისთვის, როგორიცაა თეატრი, საკმაოდ რთული აღმოჩნდა ტექნოლოგიური მიღწევების პოქაში ძველი დიდება შეენარჩუნებინა. დიდებაში მოვიაზრებ აუდიტორიის სიმრავლეს, თორემ სპექტაკლის ფასეულობას ცხადია ეს უკანასკნელი არ და ვერ შელახავდა. რატომღაც ისე ხდება, რომ ჩვენი თაობა დროს ისე ვფლანგავთ, თეატრისთვის იშვიათად თუ მოვიცლით ხოლმე. სამწუხაროდ, სცენაზე გაცოცხლებული ისტორიების ხშირი ხილვით ვერც მე დავიკვეხნი, თუმცა იშვიათ შემთხვევაშიც მიღებული ემოციების მოზღვავებული რაოდენობა, წლების მანძილზე არ ქრება. ბოლო სპექტაკლზეც კონკრეტული პროექტის ფარგლებში აღმოვჩნდი. თეატრთან მისულს უფროსი თაობის წარმომადგენლები დამხვდნენ. იქვე შევნიშნე სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ხელმძღვანელობას წამოეყვანა წარმოდგენაზე დასასწრებად. იმ დღეს თეატრში რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ შეგვკრიბა. სპექტაკლი მოხუცთა თავშესაფარზე გვიამბობდა, სადაც ძველ მსახიობებს მოეყარათ ერთად თავი. „მოხუცთა ჯამბაზები“ აფრიკელი სცენარისტის რონალდ ჰარვურდის პიესის მიხედვითაა შექმნილი. იგი 1999 წელს დაიწერა. აქვე აღვნიშნავ, რომ პიესის ავტორს 2003 წელს ოსკარი აქვს მიღებული ფილმ „პიანისტის“ სცენარისთვის. რაც შეეხება სპექტაკლს, იგი საქართველოში პირველად 2008 წელს რუსთაველის თეატრში იხილა მაყურებელმა და მას შემდეგ მისი ყველა დადგმა ანშლაგით მიმდინარეობს. საინტერესო დეტალია ისიც, რომ პიესის მიხედვით მხოლოდ და მხოლოდ ოთხი გმირი თამაშობს, მაგრამ ქართველმა რეჟისორმა რამდენიმეს დამატება გადაწყვიტა. აქ თქვენ ნახავთ ყველასათვის საყვარელ მსახიობთა ერთობას. მარტო კახი კავსაძე რად ღირს, სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ. ყველასათვის საყვარელ არტისტს გვერდს უმშვენებენ: ჯემალ ღაღანიძე, მარინა ჯანაშია და მარინა კახიანი. გურამ საღარაძისა და მედეა ჩახავას გარდაცვალების შემდეგ კი მათი როლები თენგიზ გიორგაძემ და მანანა გამცემლიძემ შეითავსეს. ახლა კი ცოტა რამ სიუჟეტზეც რომ ვთქვათ. როგორც უკვე ვახსენე, მოქმედება მოხუცთა თავშესაფარში ვითარდება, სადაც ერთად მოიყარეს თავი ხელოვანებმა. ძირითადად კი ძველმა მსახიობებმა და ოპერის მომღერლებმა. მაყურებლისგან დავიწყებული მსახიობები ოჯახის წევრებმაც უარჰყვეს და ახლა ერთად უწევთ ცხოვრების სირთულეების დაძლევა. მუდმივი კამათი, ერთმანეთის მიმართ თითქოს და ზიზღით ნათქვამი სიტყვები საბოლოოდ იცვლება და საერთო მიზნისკენ მოხუცი ჯამბაზები ერთად მიდიან. თითოეულის ოცნება აქ მხოლოდ და მხოლოდ ძველი დიდების დაბრუნება და იმის განცდაა, რასაც სცენაზე დგომისას გრძნობდნენ ხოლმე. თუნდაც ერთხელ მაინც დაკრული ტაში მათთვის უდიდესი ბედნიერების მომტანი იქნება. სწორედ ამ მიზნით მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები მსახიობები ბოლოს საერთო სურვილის ირგვლივ ერთიანდებიან და სპექტაკლს დგამენ. ბევრი დაბრკოლება, მუდმივი იმედგაცრუება, კამათი - რთული გზის გავლის შემდეგ მიღწეული მიზანი და მოხუცების უდიდესი სიხარული. განცდილი ემოციები, რომლებიც ასმაგად უფრო გამძაფრებული ფორმით აღწევს მაყურებლამდე და დაუვიწყარს ხდის მას. თითოეული მსახიობის ოსტატობა თავისას შვრება და გულში ჩამწვდომი ემოციით ამბობს სპექტაკლის მთავარ სათქმელს. პერსონაჟების გასაჭირი, ტკივილი და განცდა ბოლომდე აღწევს მაყურებლის გულში და მას მოქმედების თანამონაწილედ აქცევს. სცენაზე მოქმედებას დაუვიწყარს ხდის მონოლოგები, რომლებშიც პერსონაჟები ბოლომდე გადმოსცემებს საკუთარ განცდებს და მაყურებელს გულგრილს არ ტოვებენ. საკუთარ თავთან ნამთქვამი სიტყვები ყველა ჩვენგანს დააფიქრებს იმ რთულ ცხოვრებაზე, რომლითაც მსახიობები ცხოვრობენ. გარდა ამისა, მაყურებელში იგი აღძრავს უამრავ სხვა განცდას. დააფიქრებს იმაზე, თუ რა რთულია, როცა სულს კვლავ უნდა ძველი, საყვარელი საქმიანობის გაგრძლება, მაგრამ სხეულმა მეტამორფოზა განიცადა და ეს შეუძლებელია. სპექტაკლის ფასეულობაზე საუბარი დაუსრულებლადაა შესაძლებელი. დრამატურგიისა და კომედიის გემოვნებიანი ნაზავი ერთ წუთს გააცინებს მაყურებელს, მეორე წუთს კი თვალზე ცრემლს მოჰგვრის. საკმაოდ ძველი პიესის ქართულ სცენაზე გაცოცხლება ნამდვილად რომ დასაფასებელია. თანამედროვე შტრიხებთურთ სპექტაკლი კიდევ უდრო მიმზიდველი და საინტერესოა ყველა თაობის მაყურებლისათვის. მუსიკალური გაფორმება შეუდარებელია, თითქოს ამ სპექტაკლისთვის შექმნილა თითოეული ნოტი. ვერდის რიგოლეტოს ფონზე შესრულებული ოსტატობა კიდევ უფრო დაუვიწყარი სანახაობაა მაყურებლისთვის. განათებაც შესაბამისი. როგორც უკვე ვახსენე, ძალზე ემოციური მონოლოგების დროს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მსახიობი გვხვდება მკაფიოდ განათებული, რაც ემოციურ ფონს უფრო მეტად ზრდის. პერსონაჟების ხასიათს მორგებული განათება და ქორეოგრაფიული ჩართვები სპექტაკლს განსაკუთრებულ მუხტს სძენს. აგერ უკვე მეთერთმეტე წელია სპექტაკლის ყოველი დადგმა ანშლაგით მიმდინარეობს. და მაინც რა ხდის მას ასე გამორჩეულს? ძალზე ღრმა პიესა? მსახიობების პროფესიონალიზმი თუ რეჟისორის სწორი გადაწყვეტილებები. იქნებ ყველაფერი ეს ერთად. სწორედ ესაა პასუხი. ყველა დეტალი ერთად და ცალ-ცალკე ქმნის იმას, რაც ასე უყვარს მაყურებელს წლებია. ამის დასტურიც ხომ სწორედ სპექტაკლის ბოლოს დაუსრულებელი ტაშია, რომელსაც ასე ძლიერ ნატრობდა მოხუცი ჯამბაზი და ასე უხვად მიიღო მისმა როლის შემსრულებელმა. ფოტო: teatri.ge #feedcgrantFeedc
August 12

Now in Bulgaria

27
Wednesday
29° / 16°
Thursday
28° / 15°
Friday
28° / 14°
Saturday
29° / 14°
Sunday
27° / 13°
Exchange rate
1 USD
1.66
1 EUR
1.96