გუშინ 21 ნოემბერს, ამერიკაში “AMA’s awards”
ჩატარდა. ღონისძიება ლოს-ანჯელესში, “The Microsoft
Theatre”- ში გაიმართა.
მას ამერიკელი ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავი Cardi B უძღვებოდა.
გთავაზობთ
მუსიკალური დაჯილდოების საინტერესო დეტალებს :
Cardi B „Schiaparelli“-ის ინკოგნიტო ლუქით
ვარკვლავმა საღამო წითელ ხალიჩაზე ოქროსფერი ნიღბით და შავი ელეგანტური კაბით დაიწყო, შემდეგ იყო
ლუქი ალექსანდრე ვოტიეს 2021 წლის კუტურ კოლექციიდან, სწორედ ამ ლუქით შედგა მისი სადებიუტო
გამოჩენა წამყვანის ამპლუაში.
გარდა იმისა,
რომ Cardi B შოუს წარმატებით გაუძღვა, მან მიიღო ჯილდო წლის
საუკეთესო ჰიპ-ჰოპ სიმღერის კატეგორიაში, მისი ჰიტისთვის "Up". ჯილდოს მიღებისას
ვარკვლავს ჯან პოლ გოტიეს ნეონის ფერი კოსტიუმი ეცვა.
გთავაზობთ მის მორიგ ლუქებს:
“BTS”
სამხრეთ კორეულმა „ბოი ბენდმა“ სასწაულებრივი
შედეგებით დაასრულა გუშინდელი დაჯილდოება. მათ მოიპოვეს ყველა ჯილდო, რომლისთვისაც
იყვნენ ნომინირებულები:
საყვარელი პოპ დუეტი ან ჯგუფი (ზედიზედ მესამედ);
საყვარელი პოპ სიმღერა ("butter") და ყველაზე მთავარი - წლის სასურველი
არტისტის ჯილდო (პირველად).
Jennifer Lopez -ის პეორფომანსი
„On My Way“
პარასკევს
მისი მომავალი რომანტიკული კომედიის, "Marry Me", პირველი თრეილერისა და სინგლის დებიუტის
შემდეგ, ჯენიფერ ლოპესმა დაჯილდოებაზე პირველად შეასრულა "On My Way" პირდაპირ
ეთერში.
Olivia Rodrigo „წლის ახალი შემსრულებელი“ გახდა
აღსანიშნავია,
რომ ახალგაზრდა მომღერალს ამ წელს ყველაზე მეტი ნომინაცია ჰქონდა ყველა შემსრულბელს
შორის. ესენი იყო „Artist of the Year“, „New
Artist of the Year“, „Favorite Music Video“, „Favorite Female Artist -Pop“, „Favorite
Trending Song“, „Favorite Song -Pop“ და „Favorite Album -Pop.“
„სიმღერების
წერა ჩემი საყვარელი საქმეა მთელ მსოფლიოში“ - განაცხადა ოლივიამ ჯილდოს მიღების შემდეგ.
More photos from the event:
დასამახსოვრებელი მომენტები "AMA"-ის 46 წლიანი ისტორიიდან შეგიძლიათ შემდეგ
სტატიაში იხილოთ.