ნამდვილად მისასლმებელია ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა საპროტესტო აქციებში და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. სასიხარულოა რომ ახალი თაობა თავის ვალად მიიჩნევს ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობას!!!
ამიტომაც, უკიდურესად აუცილებლი ხდება ყოველივე დაგვირგვინდეს წარმატებით და გაფორმდეს არჩევნების შედეგებით, რომელითაც დასრულდება ქოცების მმართველობა (აწყმო), ნაცების ოპოზიციონერობა (წარსული) და გზა მიეცემა ევროპულ მომავალს!!!
ქოცები და ნაცები, ეს ორი რეგრესული პოლიტიკური ძალა, რომელნიც არიან ავტორიტარიზმის და ოლიგარქიის შემოქმედები საქართველოში, არის ანტიევროპული ძალები!!! ეს ორი რეგრესული ძალა დღემდე ქმნის ანტიევროპულ მმართველობებს ჩვენს ქვეყანაში!!!
შესაბამისად, სწორედ იქცევიან ახალგაზრდები, როცა უპირისპირდებიან ქოცებს და არ იკარებენ ნაცებს. ეს იმის ნიშანია, რომ მათ კარგაად ესმით ქვეყნის შიდა პოლიტიკური ლანდშაფტის და მას უვარგისად მიიჩნევენ. ისინი ამისთვის მხოლოდ საქებარ სიტყვებს იმსახურებენ!!!
ჩვენი ფორუმი მიესალმება ახალგაზრდების მშვიდობიან პროტესტს, მხარს უჭერს მათი პოლიტიკური აქტიურობის გაგრძელებს და მოუწოდებს მათ ყველა ძალისხმევა მიმართონ მიღწეული წარმატებების ოქტომბრის არჩევნებზე გასაფორმებლად!!!
აუცილებელია გვახსოვდეს, რომ დემორატიულ საზოგადოებაში არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა, რადგანაც სპობს პოლარიზაციას და ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას!!!
არა ქოცებს!!!არა ნაცებს!!!რა არაქართულ კანონს!!!
არა ყველაფერს რაც გვაპირისპირებს!!!
#დიდება საქართველოს🇬🇪
#მამული #ენა #სარწმუნოება