განსხვავება მხოლოდ სიცოცხლეშია

8
ვისგან დარჩება სინათლე მკვეთრი
და ვისგან რჩება სიბნელე მკეთრი.
ვისთან ივსება ცხოვრება ფერით
და ვისთან ქრება სულ ყველაფერი.
ვის აქვს ფერებით აღსავსე დაფა,
და ვის შავ-ბნელი კარტების დასტა.
ვინ ხატავს ნახატს?მხატვარი ალბათ?!
და თვითონ მხატვარს?ნახატი სახავს.
მწვანე აღმართზე დაითესა სიცოცხლის ძალა,
მწვავე დაღმართზე აიკინძა სიკვდილის ხანა,
როდესაც ახვალ დაინახავ, აღმართი გაქრა.
მხოლოდ დახმართით შეჩვეული სიბერე დაგრჩა.
გაივლის ყველა, ყველაფერი, გენიალურიც
დარჩება მხოლოდ მოგონება თეთრ-ფრთა შესხმული,
წარსულის გრგვინვა აკანკალდა, როცა ის დათმე,
დათმე რა რიგად, წაგართვეს და სიკვდილთან გაგცეს.
ღამდება ისევ, უსასრულო რჩება ფიქრები
თუ როგორ წავალთ, დარჩენილნი უკვე ვიღლებით,
საწუთროს წამებს ვინც დაიჭერს იმან იხაროს,
ფუჭად ფლანგული დროის მერე რაღა ვინატროთ.
8